კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, გადაფრინდეს ევროპაში და ჩავიდეს უკრაინაში-კობახიძე

ნახვები: 655 ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, გადაფრინდეს ევროპაში და ჩავიდეს უკრაინაში-კობახიძე

რაც შეეხება სამხედრო ძალის ორგანიზებულ გაგზავნას უკრაინაში, ეს ნიშნავს ქვეყნის პირდაპირ ჩართვას სამხედრო კონფლიქტში; ადამიანებს, რომლებიც აწყობენ ყოველდღიურად პროვოკაციებს, სურთ, რომ საქართველო გახდეს ცხელი ომის ნაწილი, რასაც ჩვენ არ დაუშვებთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„რაც შეეხება თვითმფრინავის გაგზავნის საკითხს, მე არ ვიცი დეტალები, ეს არ არის ჩემი პრეროგატივა. მაგრამ შემიძლია, გითხრათ, აქ თუ საუბარი იყო იმაზე, რომ მთავრობას უნდა გაეცა ნებართვა ომში ჩასართავი მოხალისეების გასაგზავნად, ეს ნიშნავს საქართველოს პირდაპირ ჩართვას სამხედრო კონფლიქტში. აქ, რა თქმა უნდა, მთავრობას უნდა მიეღო პასუხისმგებლობით აღსავსე გადაწყეტილება, რაც შეეხება ქვეყნის ჩართვას სამხედრო კონფლიქტში. თქვენ იცით, რომ არც აშშ და არც ევროკავშირის ქვეყნები ამას არ აკეთებენ. ზელენსკიმ განაცხადა და სთხოვა დასავლეთს, ჩართულიყვნენ პირდაპირ სამხედრო კონფლიქტში და გვახსოვს არაერთი საყვედური, მაგრამ არ ჩაერთო დასავლეთი სამხედრო კონფლიქტში. ნებისმიერ ადამიანს შეუშლია, გადაფრინდეს ევროპაში და ჩავიდეს უკრაინაში. რაც შეეხება სამხედრო ძალის ორგანიზებულ გაგზავნას, ეს ნიშნავს ქვეყნის პირდაპირ ჩართვას სამხედრო კონფლიქტში. ადამიანებს, რომლებიც აწყობენ ყოველდღიურად პროვოკაციებს, სურთ, რომ საქართველო გახდეს ცხელი ომის ნაწილი, რასაც ჩვენ არ დაუშვებთ, ამაზე ვართ პასუხისმგებელი მთელი ხალხის წინაშე", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა