ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia
Serviceman recruited by Russia while AWOL detained for directing strikes on Ukrainian forces
Russia will pay the price for strikes on Pryluky and Kramatorsk – Zelensky
Khmara, Pistorius discuss Ukraine's key needs to protect critical infrastructure
UK to provide GBP 54M in winter support to Ukraine

ჯანი ინფანტინო - მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი ფეხბურთში ახალი ეპოქის დასაწყისია

ნახვები: 482 ჯანი ინფანტინო - მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი ფეხბურთში ახალი ეპოქის დასაწყისია

ფიფა-ს პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს განცხადებით, აშშ-ში გასამართი 2025 წლის მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი ფეხბურთში ახალი ეპოქის დასაწყისია.

„ეს არის ახალი ეპოქის დასაწყისი ფეხბურთისთვის, განსაკუთრებით საკლუბო ფეხბურთისთვის. ყველაფერი ძალიან ჰგავს 1930 წლის პირველ სანაკრებო მსოფლიო ჩემპიონატს. ახლა ყველა იმ მუნდიალზე საუბრობს და სწორედ ამიტომ, ეს მსოფლიო ჩემპიონატი ისტორიულია.

„ვცდილობთ, სპორტი უნივერსალური გავხადოთ. ელიტური დონე დღეს რამდენიმე კლუბსა და ქვეყანაზეა კონცენტრირებული, ამიტომ გვინდა, შანსი ყველა კონტინენტის გუნდებსა და ფეხბურთელებს მივცეთ.

თუ ბილეთი ძვირია – გვაკრიტიკებენ, თუ იაფია – ისევ გვაკრიტიკებენ. სტუდენტებისთვის გაკეთებული აქციებიც კი გაკიცხეს, თუმცა ჩვენ არ გვინდა ცარიელი ტრიბუნები. დარწმუნებული ვარ, სტადიონი თითქმის ბოლომდე შეივსება.

უსაფრთხოება ყოველთვის უმაღლესი პრიორიტეტია. როცა რაღაც ხდება, მაგალითად, ლოს ანჯელესში, რა თქმა უნდა, ყურადღებით ვაკვირდებით. მუდმივ კავშირზე ვართ ადგილობრივ ხელისუფლებასთან. გვინდა, რომ გულშემატკივრებმა თამაშებზე უსაფრთხო გარემოში შეძლონ მისვლა“, – აღნიშნა ინფანტინომ.

2025 წლის ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე ექვსი კონტინენტის 32 კლუბი მიიღებს მონაწილეობას. ტურნირს 15 ივნისიდან 13 ივლისის ჩათვლით გაიმართბა.

საქართველოში მატჩების ჩვენებას პირდაპირ ეთერში საქართველოს პირველი არხი უზრუნველყოფს.

პირველი მატჩი 15 ივნისს, მაიამიში „ჰარდ როკ სტადიონზე“ შედგება. ერთმანეთს ლიონელ მესის „ინტერ მაიამი“ და ეგვიპტულ „ალ აჰლი“ შეხვდებიან.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა