მარტა კოსი: ევროკავშირს კვლავ სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის
Ivanishvili's Georgia Has No Place in the West Marco Rubio Described
გოჩა მირცხულავა: მარკო რუბიოს მიერ აღწერილ დასავლეთში ივანიშვილის საქართველოს ადგილი აღარ ჩანს
მიხეილ სააკაშვილი ციხეებში არსებულ ვითარებაზე: გაუარესებულია სანიტარული მდგომარეობა და კვება, დაწესებულია ახალი შეზღუდვები
ირაკლი ნადირაძე: არც საპროცესო შეთანხმებას ვაპირებ და არც შეწყალების თხოვნას – ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებ
ევროპარლამენტმა 445 ხმით მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც „ქართული ოცნებისგან“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესის შეწყვეტას მოითხოვს
მარკო რუბიოს გამოსვლა ათენში, აკროპოლისის წინ - შეგვიძლია ხელახლა აღმოვაჩინოთ სათნოება, სიმამაცე და ძალა, რომლებიც ჩვენი დროის საფრთხეებთან გასამკლავებლად გვჭირდება
გიორგი დავითაძის ადვოკატი: გადაყლაპული საგანი კვლავ მის ორგანიზმშია და პროტესტის ნიშნად მის ამოღებაზე უარს ამბობს

ელენე ხოშტარია - აქტიური მუშაობა უნდა გვქონდეს საზოგადოებასთან, რომელმაც თავადაც გვითხრა, რომ თბილისში არანაირი არჩევნები არ უნდა

ნახვები: 541 ელენე ხოშტარია - აქტიური მუშაობა უნდა გვქონდეს საზოგადოებასთან, რომელმაც თავადაც გვითხრა, რომ თბილისში არანაირი არჩევნები არ უნდა

აქტიური მუშაობა უნდა გვქონდეს საზოგადოებასთან, რომელმაც თავადაც გვითხრა, რომ თბილისში არანაირი არჩევნები არ უნდა, 70 პროცენტი წინააღმდეგია, – ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

ხოშტარიას კითხვა დაუსვეს სოციოლოგიურ გამოკითხვაზე, რომლის მიხედვითაც, კითხვაზე, ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა მიიღონ თუ არა მონაწილეობა 2025 წლის ადგილობრივ არჩევნებში, გამოკითხულთა 54 პროცენტის პასუხია „დიახ“.

„არ ვაპირებ „ლელოსთან“ საჯარო პოლემიკაში ამ საკითხის გარჩევას. მამუკა ხაზარაძეს შევთავაზე საჯარო დებატები და ეს შეთავაზება ძალაშია, სადაც ჩვენ ყველა საკითხზე გულწრფელად ვისაუბრებთ. ასევე, შემიძლია, საზოგადოებას ვუთხრა, რომ დავუკავშირდი და შევხვდი ორჯერ. რამდენჯერაც საჭირო იქნება, იმდენჯერ მივალ და კიდევ ერთხელ ვადასტურებ ჩემს პატივისცემას. ამასთანავე, კოალიციის პოზიცია ძალიან პრინციპულია, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არ არის არჩევნები. ეს ყალბი რუსული პროცესია, რომელშიც მონაწილეობა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება და ამის გარშემო უნდა გავერთიანდეთ. ყველას თავის პოზიციის თქმა შეუძლია, მაგრამ ერთადერთი შეთანხმება, რომელიც ამ საკითხზე იყო, ეს იყო პლატფორმის ფარგლებში, რომელზეც პრეზიდენტმა ისაუბრა და ჩემთვის ძალიან სამწუხარო იყო, რომ „ლელომ“ ეს გადადო.

რუსული ოცნების ჩამოშლის გზა გადის მისი ლეგიტიმაციის არაღიარებაზე და მათთან ართანამშრომლობაზე. ეს არის ბრძოლის გზა. სწორედ ამიტომ სხედან ციხეში, მათ შორის, ამ კოალიციის ლიდერები. როგორ შეიძლება, კომისიაზე არმისვლით გირაოთი წახვიდე ციხეში და იქვე ილაპარაკო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მათთან თანამშრომლობაზე და, პრაქტიკულად, აღიარო, რომ არჩევნები ტარდება ბიძინა ივანიშვილის პირობებში? ეს პრინციპული პოზიციაა და იმედი მაქვს, ოპოზიცია ერთიანად შევჯერდებით. ბოიკოტი არასწორი სიტყვაა, არ არსებობს არჩევნები, რისი ბოიკოტი?! აქტიური მუშაობა უნდა გვქონდეს საზოგადოებასთან, რომელმაც თავადაც გვითხრა, რომ თბილისში არანაირი არჩევნები არავის არ უნდა, 70% წინააღმდეგია“, – აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა