ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

„ჰელსინკის კომისია“- „ქართული ოცნების“ მთავრობამ ყველა პოლიტპატიმარი დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს

ნახვები: 496 „ჰელსინკის კომისია“- „ქართული ოცნების“ მთავრობამ ყველა პოლიტპატიმარი დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს

აშშ-ის „ჰელსინკის კომისია“ აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობა თავს ესხმის ყველას, ვინც დემოკრატიისთვის ბრძოლას ბედავს და რომ „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის დაკავება ამის ერთ-ერთი მაგალითია.

„200-დღიანი უწყვეტი მშვიდობიანი საპროტესტო აქციების შემდეგ, საქართველოს დე-ფაქტო მთავრობა თავს ესხმის ყველას, ვინც დემოკრატიისთვის ბრძოლას ბედავს. ეს ამის კიდევ ერთი მაგალითია“ - აცხადებს „ჰელსინკის კომისია“, რომელიც აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრის, სენატორ ჯინ შაჰინის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს ეხმაურება.

„ქართული ოცნების“ მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს ყველა პოლიტიკური პატიმარი“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, სენატორმა ჯინ შაჰინმა სოციალურ პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ „ქართული ოცნების“ ტაქტიკა სულ უფრო „ლაჩრული ხდება“ და რომ „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის „გატაცების შესახებ ცნობები დემოკრატიაზე დარტყმაა“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა