სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation
Rubio calls Zelensky-Witkoff meeting in Norway positive

კულტურის სექტორში თავისუფალი პროექტების ხელშეწყობის მიზნით კულტურის სამინისტრომ კონკურსი გამოაცხადა

ნახვები: 395 კულტურის სექტორში თავისუფალი პროექტების ხელშეწყობის მიზნით კულტურის სამინისტრომ კონკურსი გამოაცხადა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი „კულტურის სექტორში თავისუფალი პროექტების ხელშეწყობა".

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტროს მიერ კონკურსისთვის გამოყოფილი ჯამური ბიუჯეტი შეადგენს 400 000 ლარს და მისი მიზანია თავისუფალი შემოქმედებითი და სამეცნიერო პოტენციალის წარმოჩენისა და განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების, ინოვაციური იდეების განხორციელების ხელშეწყობა და ქვეყანაში კულტურული ცხოვრების გააქტიურება. კონკურსი მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, თეატრი, პროფესიული მუსიკა, ანიმაცია, ფოტოგრაფია, ახალი მედია, მედია-ხელოვნება.

აღსანიშნავია, რომ კულტურის სამინისტროს მიერ 2021 წელს ამავე კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა 40 პროექტი, რომელიც განხორციელდა 57 ლოკაციაზე და პროექტებში ჩართული იყო 418 მონაწილე.

ახალი კონკურსის პირობების თანახმად, კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს, ფიზიკურ პირებსა და ინდივიდუალურ მეწარმეებს. ცალკეულ კონკურსანტს შეუძლია მხოლოდ ერთი საპროექტო განაცხადის წარმოდგენა.

კონკურსში უპირატესობა შესაძლოა მიენიჭოს პროექტს, რომლის დაფინანსების შესაძლებლობასაც არ ითვალისწინებს „კულტურის ხელშეწყობის პროგრამის" სხვა რომელიმე ქვეპროგრამა.

საკონკურსო განაცხადები მიიღება 2022 წლის 1 მარტიდან 2022 წლის 10 მარტის 12:00 საათამდე სამინისტროში, მისამართზე: თბილისი სანაპიროს ქ. N4 მატერიალური სახით ან სამინისტროს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე info@culture.gov.ge ელექტრონული დოკუმენტის სახით. კონსულტაციები შესაძლებელია ტელეფონის ნომერზე 599 340 079 (სამუშაო საათების განმავლობაში).

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 3 ივნისის ბრძანებით N7864 „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ კულტურის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების/პროექტების ხელშეწყობის პირობების და დაფინანსების წესის შესახებ" დამტკიცებული დაფინანსების წესი, ფორმულარები და საკონკურსო პირობები იხილეთ შემდეგ ბმულებზე:

დაფინანსების წესი - https://cutt.ly/7PGB6Oh; ფორმულარები - https://cutt.ly/ePGNsau; საკონკურსო პირობები- https://cutt.ly/ZAykfsf;

ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა