კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

დონალდ ტრამპი - ირანს რამდენიმე კვირა აშორებდა ბირთვული იარაღის ფლობისგან

ნახვები: 431 დონალდ ტრამპი - ირანს რამდენიმე კვირა აშორებდა ბირთვული იარაღის ფლობისგან

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანს რამდენიმე კვირა აშორებდა ბირთვულ იარაღამდე.

ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან საუბრისას დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ თუ ირანს ბირთვული იარაღი ექნებოდა, ეს მსოფლიოს დასასრული იქნებოდა.

„20 წელია, ვამბობ, შესაძლოა, უფრო დიდი ხანიც, რომ არ შეიძლება, ირანს ჰქონდეს ბირთვული იარაღი. დიდი ხანია, ვამბობ ამას და ვფიქრობ, მათ რამდენიმე კვირა აშორებდათ ბირთვული იარაღის ფლობისგან“, – განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტის აზრით, თუ ირანს ბირთვული იარაღი ექნებოდა, მაშინ ისინი მას გამოიყენებდნენ.

„იცით, მჯერა, რომ გამოიყენებდნენ. სხვები არ გამოიყენებენ, მაგრამ მე მჯერა, რომ ისინი გამოიყენებდნენ“, – აღნიშნა ტრამპმა.

შეგახსენებთ, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ირანზე თავდასხმის შემდეგ აცხადებდა, რომ ირანს რამდენიმე კვირა აშორებდა ბირთვული იარაღის შექმნამდე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა