კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

თიბისი x ვერე - თამამი მიზნებისკენ, მთავარია გჯეროდეს

ნახვები: 529 თიბისი x ვერე - თამამი მიზნებისკენ, მთავარია გჯეროდეს

 

თიბისი ქალთა საფეხბურთო კლუბ „ვერეს“ მხარდამჭერი გახდა. ეს არის პირველი ნაბიჯი, რომელსაც ბრენდი ქალთა სპორტის გაძლიერების გზაზე დგამს; სადაც თანადგომა, მხარდაჭერა და დაჯერების ძალა მთავარი ღირებულებებია.

ქალთა საფეხბურთო კლუბი „ვერე“ 2022 წელს, თბილისში დაარსდა. 2023 წელს, გუნდმა სადებიუტო სეზონი ჩაატარა ლიგა 2-ში და ღირსეული ასპარეზობა15 გუნდს შორის მესამე ადგილზე დაასრულა.

2025 წლიდან, „ვერე“ უკვე საქართველოს ქალთა უმაღლესი ლიგის ბინადარია. კლუბის ერთ-ერთი მთავარი მიზანი, ასაკობრივი და ეროვნული ნაკრებებისთვის ფეხბურთელების აღზრდა და განვითარებაა. ასევე, აკადემიის გაძლიერება და ნიჭიერი ფეხბურთელების აღმოჩენა და მხარდაჭერა. კლუბი ქმნის სივრცეს, სადაც  მიზნების მიღწევა ყველას შეუძლია. ეს არის ადგილი, სადაც გოგონებს სჯერათ საკუთარი შესაძლებლობების.

დღეს, „ვერეს“ ძირითადი გუნდის შემადგენლობაში 18 ფეხბურთელია, დუბლშემადგენლობაში - 25; ხოლო აკადემიაში 20 მოზარდი გოგონა ვარჯიშობს. გუნდის სამწვრთნელო შტაბი კი, დაკომპლექტებულია უეფას ლიცენზირებული მწვრთნელებით.

ამ ნაბიჯით, თიბისი კიდევ ერთხელ უჭერს მხარს ახალ თაობას; მათ ნებისმიერ სურვილსა თუ წამოწყებას. 

ახალი თაობა თიბისისთვის ყოველთვის იყო, არის და იქნება მთავარი ინსპირაცია. გვჯერა, რომ გოგონებისთვის არ არსებობს საზღვრები, როცა მათ საკუთარი თავისა და შესაძლებლობების სჯერათ.

გვჯერა, რომ თითოეული გოგო, რომელიც მოედანზე გადის, თავისუფალ, თავდაჯერებულ მომავალს ქმნის და თიბისი ყოველთვის მხარს უჭერს თამამი მიზნებისკენ სწრაფვას.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა