Ukrainian border guards rescue 16 crew members after Russian drone hits foreign cargo ship in Black Sea
Ukraine’s new military leadership vows stronger strikes and technological advantage over Russia
Rubio to discuss Russia's war against Ukraine at meeting with Lavrov
ლევან ხაბეიშვილი: „ბრძოლაა საჭირო და არა პროფესორ-კომენტატორობა“
დიპლომატიურ კორპუსს ე.წ. საბოტაჟის საქმეზე სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება არ მისცეს
მიხეილ სააკაშვილი - სრულიად სამარცხვინოდ „ქართულმა საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ არ შემიყვანა პოლიტპატიმართა სიაში
საიას თავმჯდომარე: ვახო სანაიას „ფეისბუქ-პოსტის“ გამო პატიმრობა დემონსტრაციული, სამაგალითო დასჯაა
გოჩა მირცხულავა: აქ „XXX“ არავინ არის. ანუ თუ ვახო სანაიას საქმეში კონტექსტია მთავარი, მაშინ მოდით, კონტექსტზე ვისაუბროთ...

აშშ-ის გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო ოპერაციაში 125-ზე მეტი თვითმფრინავი იყო ჩართული

ნახვები: 453 აშშ-ის გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო ოპერაციაში 125-ზე მეტი თვითმფრინავი იყო ჩართული

ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო ოპერაციაში, კოდური სახელწოდებით „ოპერაცია შუაღამის ურო“, 125-ზე მეტი თვითმფრინავი იყო ჩართული, - ამის შესახებ აშშ-ის გაერთიანებული შტაბების თავმჯდომარემ, გენერალმა დენ კეინმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ოპერაციის ფარგლებში შეერთებულმა შტატებმა მოწინააღმდეგის შეცდომაში შეყვანის ოპერაციაც განახორციელა, რომლის დროსაც წყნარი ოკეანის თავზე „სატყუარას“ სახით ბომბდამშენები განალაგა.

დენ კეინის განმარტებით, უპრეცედენტო ოპერაციაში B2 ტიპის შვიდი ბომბდამშენი მონაწილეობდა, რომლებმაც ირანის ორ ბირთვულ ობიექტზე, ფორდოუსა და ნატანზზე, ათზე მეტი მასიური საბრძოლო მასალის შეღწევადი ბომბი ჩამოაგდეს. ისპაჰანში კი Tomahawk-ის რაკეტები გაუშვეს.

ოპერაციაში, საერთო ჯამში, 125-ზე მეტი თვითმფრინავი იყო ჩართული, მათ შორის B2-ები, საწვავის შევსების ტანკერები, სადაზვერვო თვითმფრინავები და გამანადგურებლები.

კეინის თქმით, ეს მისია მისურის ბაზიდან განხორციელდა და 11 სექტემბრის თავდასხმების შემდეგ B2-ის ყველაზე ხანგრძლივი მისია იყო.

ამასთან, დენ კეინის განმარტებით, ირანისთვის მიყენებული ზიანის სრულად შეფასებას გარკვეული დრო დასჭირდება.

„ბრძოლით მიყენებული საბოლოო ზარალის დადგენას გარკვეული დრო დასჭირდება, თუმცა ბრძოლის ზარალის საწყისი შეფასება მიუთითებს, რომ სამივე ობიექტმა უკიდურესად მძიმე დაზიანება და ნგრევა განიცადა“, - აღნიშნა ამერიკელმა გენერალმა.

მისი თქმით, აშშ-ის ძალები მაღალ მზადყოფნაში რჩებიან და „ირანის ნებისმიერ საპასუხო ქმედებაზე რეაგირებისთვის“ სრულ მზადყოფნაში არიან.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა