პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

ლევან ხაბეიშვილი - თუ თქვენამდე არ მოსულან ჯერ, ერთ დღეს აუცილებლად მოვლენ

ნახვები: 480 ლევან ხაბეიშვილი - თუ თქვენამდე არ მოსულან ჯერ, ერთ დღეს აუცილებლად მოვლენ

თუ თქვენამდე არ მოსულან ჯერ, ერთ დღეს აუცილებლად მოვლენ - ახლა აღარ არსებობს პოლიტიკური პარტია, არსებობს ერთი პარტია - საქართველო, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ოფისში განაცხადა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის მიზანია ყველა ციხეში გაუშვას, თუმცა ახლა ნიჰილიზმის და უიმედობის დრო არ არის და როგორც პოლიტიკური პარტიები, ისე მოსახლეობა უნდა გაერთიანდეს.

„ივანიშვილს გადაწყვეტილი აქვს ყველა გაუშვას ციხეში. მივმართავ საზოგადოებას, რომლებიც ხშირად კითხულობენ, სად არიან პოლიტიკოსები?- ისინი არიან ციხეში. თუ ვინმე ფიქრობთ, რომ გიორგი ვაშაძე კრიმინალია და საზოგადოებისთვის საშიშია და ამიტომ გაუშვა ივანიშვილმა ციხეში, დიდი ბოდიში, მაგრამ ძალიან გაკლიათ. ამიტომ მნიშვნელოვანია ხელები არ ჩამოვუშვათ. ახლა ნიჰილიზმის და უიმედობის დრო არ არის. პოლიტიკოსების დიდი ნაწილი არის ციხეში და დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრს კიდევ ემუქრება პატიმრობა. უნდა გვესმოდეს, რომ ერთადერთი გამოსავალ ამ სიტუაციიდან არის ბიძინა ივანიშვილის მშვიდობიანად დამხობა. მას სხვანაირად ვერ დავამარცხებთ. საჭიროა ძალის მობილიზება, ძალას უნდა დავუპირისპიროთ ძალა. თუ თქვენამდე არ მოსულან ჯერ, ერთ დღეს აუცილებლად მოვლენ. ეს რომ არ მოხდეს, უნდა დავდგეთ ერთად. ახლა აღარ არსებობს პოლიტიკური პარტია, არსებობს ერთი პარტია- საქართველო. დიდი მობილიზებით ჩვენ შეგვიძლია გამარჯვება“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა