კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

„ალდე“ - აღმაშფოთებელია: “ქართული ოცნების” რეჟიმმა ოთხი ლიბერალი ოპოზიციონერი ლიდერი ჩასვა ციხეში

ნახვები: 503 „ალდე“ - აღმაშფოთებელია: “ქართული ოცნების” რეჟიმმა ოთხი ლიბერალი ოპოზიციონერი ლიდერი ჩასვა ციხეში

აღმაშფოთებელია: “ქართული ოცნების” რეჟიმმა ოთხი ლიბერალი ოპოზიციონერი ლიდერი ჩასვა ციხეში. ეს წმინდა პოლიტიკური რეპრესიაა, - ამის შესახებ განცხადებას ევროპული ლიბერალური პარტიების გაერთიანება „ALDE Party“ ავრცელებს.

„ალდე“ ითხოვს ოპოზიციონერების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.

„ქართველი ხალხი დემოკრატიას მოითხოვს, და მათ აჩუმებენ. ლიბერალები ჩუმად არ დარჩებიან. მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ”, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, დღეს, 24 ივნისს, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე სასამართლომ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, მას 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამასთან, აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით. ვაშაძე პარტიის ოფისში დააკავეს. ამავე ბრალდებით, 23 ივნისს დააკავეს "ძლიერი საქართველოს" ორი ლიდერი - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. მათ სასამართლომ 8-8 თვიანი პატიმრობა შეუფარდა და აუკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით. ასევე, 23 ივნისს, სასამართლომ 8-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთ ლიდერს ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, მასაც აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა