კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ბენიამინ ნეთანიაჰუ - თუ ვინმე შეეცდება ირანის ბირთვული პროგრამის აღდგენას, მის შესაჩერებლად იგივე ძალით ვიმოქმედებთ

ნახვები: 487 ბენიამინ ნეთანიაჰუ - თუ ვინმე შეეცდება ირანის ბირთვული პროგრამის აღდგენას, მის შესაჩერებლად იგივე ძალით ვიმოქმედებთ

ისრაელმა ისტორიულ გამარჯვებას მიაღწია, რომელიც თაობების განმავლობაში გაგრძელდება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, ისრაელმა აღმოფხრა ორი ეგზისტენციალური საფრთხე, რომელიც ქვეყანას ირანისგან ემუქრებიდა : „ბირთვული იარაღით განადგურების საფრთხე და 20 000 ბალისტიკური რაკეტით განადგურების საფრთხე“.

„ისრაელი უახლოეს მომავალში განადგურების წინაშე დადგებოდა, თუ ახლა არ ვიმოქმედებდით“, - აღნიშა ნეთანიაჰუმ.

მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უპრეცედენტო გზით იმოქმედა.

„მადლობას ვუხდით მას ისრაელის დაცვაში შეტანილი წვლილისთვის და ირანის ბირთვული საფრთხის აღმოფხვრისთვის“, - აღნიშნა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, ისრაელმა გაანადგურა ირანის ბალისტიკური რაკეტების წარმოების პროგრამა და „რეჟიმის ისტორიაში ყველაზე მძიმე დარტყმა მიაყენა“ მას.

„ირანის ბირთვული პროგრამა წყალს გავატანეთ. თუ ირანში ვინმე შეეცდება ამ პროგრამის აღდგენას, ჩვენ იგივე მონდომებით, იგივე ძალით ვიმოქმედებთ, რათა შევაჩეროთ ნებისმიერი ასეთი მცდელობა. ვიმეორებ: ირანს ბირთვული იარაღი არ ექნება“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა