კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ომის კიდევ ერთი ღამე გავიდა, მძიმე ღამე-ზელენსკი

ნახვები: 319 ომის კიდევ ერთი ღამე გავიდა, მძიმე ღამე-ზელენსკი

"რა არის შედეგი რუსეთისთვის? ამ სახელმწიფოს დროშა სპორტულ ტურნირებზე აღარ იქნება. თანამედროვე მსოფლიო კულტურა მათთვის დაიხურება. რუსული საქონელი მთელ მსოფლიოში მაღაზიების თაროებიდან ამოღებულია. რუსული ბანკები გათიშულია გლობალურ სისტემასთან. რუსეთის მოქალაქეები კარგავენ დანაზოგებს, კარგავენ ყველა პერსპექტივას. რუსი დედები შვილებს კარგავენ მათთვის სრულიად უცხო ქვეყანაში. იფიქრეთ ამ რიცხვზე: დაახლოებით ექვსი ათასი დაღუპული რუსი. რუსი სამხედროები. ექვსდღიანი ომის შემდეგ. და ეს წუხანდელი მსხვერპლის გარეშე. ექვსი ათასი. და რისთვის, რაღაცის მისაღებად? მიიღეთ უკრაინა? ეს შეუძლებელია. ამის შეცვლა რაკეტებით, ტანკებით, ბომბებით შეუძლებელია. ჩვენ ჩვენს მშობლიურ მიწაზე ვართ. და ჩვენ წინააღმდეგ ომისთვის იქნება საერთაშორისო ტრიბუნალი.

უკრაინელებო! ჩვენ წინააღმდეგ, ხალხის წინააღმდეგ ომის კიდევ ერთი ღამე გავიდა. მძიმე ღამე. ვიღაცამ ის ღამე მეტროში გაატარა - თავშესაფარში. ვიღაც სარდაფშია. ვისაც უფრო გაუმართლა სახლში ეძინა.

შვიდი ღამეა არ გვძინავს. ან გვძინავს, მაგრამ ძალიან ვშფოთავთ. ჩემო ძვირფასებო, დადგება დრო, როცა კარგად გამოვიძინებთ. მაგრამ ეს იქნება ომის შემდეგ. გამარჯვების შემდეგ. იმ მსოფლიოში, რომელიც ჩვენ გვჭირდება. რომელსაც ჩვენ ყოველთვის ვაფასებდით და რომლის მშვიდობა ჩვენ არასდროს დაგვირღვევია. ყველას გთხოვთ, იზრუნოთ თქვენს საყვარელ ადამიანებზე. იზრუნეთ თქვენს ძმებზე. აღფრთოვანებული ვარ თქვენით! მთელი მსოფლიო თქვენ გიყურებთ. ჰოლივუდის ვარსკვლავებიდან პოლიტიკოსებამდე. დღეს თქვენ, უკრაინელები, უძლეველობის სიმბოლო ხართ. სიმბოლო იმისა, რომ ნებისმიერ ქვეყანაში ნებისმიერ მომენტში ადამიანი შეიძლება გახდეს საუკეთესო ხალხი დედამიწაზე. დიდება უკრაინას!",-განაცხადა ზელენსკიმ

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა