კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ოპოზიციამ უნდა გაიაზროს, რომ გაერიდოს იმას, რაც მისი მხარდაჭერის გამომხატველი არ არის-ლევან იოსელიანი

ნახვები: 378 ოპოზიციამ უნდა გაიაზროს, რომ გაერიდოს იმას, რაც მისი მხარდაჭერის გამომხატველი არ არის-ლევან იოსელიანი

საპროტესტო აქციაზე არც ერთი პარტიის მხარდამჭერი იყვნენ და არც მეორე პარტიის. როცა გინდა, ამ ხალხის განწყობა საკუთარ პოლიტიკურ ინტერესს მოარგო, ეს არის სხვის ჯიბეში ხელის ჩაყოფა, ქართველი ხალხის ჯიბეში, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა გუშინ პარლამენტთან გამართულ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ხალხი პარტიის მხარდამჭერი არ არის.

„როგორც კი, პარტიული მიმართვები დაიწყეს, ნახეთ, რომ ხალხი დაიშალა. სამწუხაროა, ზოგიერთები ამ ცდუნებას ვერ უძლებენ. ხალხს რომ დაინახავენ, რომელიმე პარტიის მხარდამჭერი ჰგონიათ. ხალხი გამოდიოდა და პოლიტიკოსები თავს იკავებდნენ, რაც იყო სწორი და უფრო ეფექტური. გუშინდელი პროცესი ისევ ბრალდებებში გადაიზარდა, რომ ეს პოლიტიკოსი იმსახურებდა თუ არა გამოსვლას. ოპოზიციამ უნდა გაიაზროს, რომ ის, რაც მისი გაკეთებული, მისი ორგანიზებული და მისი მხარდაჭერის გამომხატველი არ არის, სულ მცირე გაერიდოს და მხარი გვერდიდან დაუჭიროს. პოლიტიკოსები მიკროფონთან მაშინ უნდა მივიდნენ, როცა ხალხს თავად გამოიყვანენ. როცა ხალხი თავად გამოვიდა, მიკროფონთან ან არავინ უნდა მისულიყო, ან ის ხალხი, ვინც იქ იდგნენ, ახალგაზრდები და არა პოლიტიკოსები, რომელთაც ხალხის გამოყვანისთვის არაფერი გაუკეთებიათ", - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა