ლაშა ფარულავა: თუ შუამავლის გარეშე სახელმწიფო მილიონებს ზოგავს, უნდა გაირკვეს, წლების განმავლობაში ეს ფული ვის რჩებოდა
თენგიზ აბლოთია: საქართველო თითქმის გაქრა ევროპის დღის წესრიგიდან, „ქართულ ოცნებას“ ეს რეალობა ხელს აძლევს
თბილისის პრობლემურ გზაჯვარედინებზე ე.წ. Yellow Box-ების მოწყობა იგეგმება
მარტა კოსი: საქართველო მხოლოდ ქაღალდზეა კანდიდატი ქვეყანა — რაც ახლა ხდება, გაფართოების ანგარიშში აისახება
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
კოტე კემულარია: გიორგი დავითაძის „შემოწმების“ ვიდეომ შესაძლოა „ქართული ოცნების“ 14-წლიანი მმართველობის ყველაზე დამანგრეველი სკანდალი გამოიწვიოს
გერმანიაში ფედერალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილს: მადლობა ჩემი პოლიტიკური რეინკარნაციისთვის, პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერას ციხე მხოლოდ ზრდის

დონალდ ტრამპმა სირიას სანქციები მოუხსნა

ნახვები: 420 დონალდ ტრამპმა სირიას სანქციები მოუხსნა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა სირიის მიმართ დაწესებული სანქციების მოხსნის ბრძანებას. ამის შესახებ „ეიბისი ნიუსი“ წერს.

სანქციების მოხსნის გადაწყვეტილება პირველი ივლისიდან შევა ძალაში.

როგორც მანამდე თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა, სანქციების მოხსნა არის სტაბილურობისა და მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე ხელშეწყობა და მხარდაჭერა.

შეგახსენებთ, რომ მაისის თვეში საუდის არაბეთში გამართულ საინვესტიციო ფორუმზე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სირიას სანქციებს მოუხსნიდა. როგორც ტრამპმა მაშინ აღნიშნა, სირიისთვის სანქციების გაუქმების გადაწყვეტილება საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინცთან, მუჰამედ ბინ სალმანსა და ასევე, თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან განხილვის შემდეგ მიიღო.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა