კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

საპარლამენტო უმრავლესობამ რეზოლუციის პროექტი ოპოზიციასთან კონსულტაციების გარეშე წარადგინა-სალომე სამადაშვილი

ნახვები: 605 საპარლამენტო უმრავლესობამ რეზოლუციის პროექტი ოპოზიციასთან კონსულტაციების გარეშე წარადგინა-სალომე სამადაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობამ რეზოლუციის პროექტი ოპოზიციასთან კონსულტაციების გარეშე წარადგინა. ტექსტთან დაკავშირებით შენიშვნები მაქვს, რადგან საკმაოდ სუსტია ტექსტი. როცა ახალ პოლიტიკურ მოცემულობაში ვართ, გაუგებარია რეზოლუცია, რომელიც ახალს არაფერს ამბობს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, რეზოლუციაში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით სანქციებზეა საუბარი, მაშინ, როდესაც პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ არანაირ სანქციებს აზრი არ აქვს.

„გაუგებარია, რა პოლიტიკური სიგნალია ეს ჩვენი პარტნიორებისთვის დასავლეთში, ან ქართველი ხალხისთვის. რეზოლუციის მიღებას აქვს აზრი, როცა იქ არის მკაფიო პოლიტიკური პოზიციები ასახული და მკაფიო მითითებებია გაცემული აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართ. ვერც ერთს და ვერც მეორეს ვერ ვხედავ, ეს საკმაოდ სუსტი ტექსტია. კიდევ ერთი პარადოქსია - რეზოლუციის ტექსტში, საუბარია სანქციებზე. ხელისუფლება ამ პარადოქსულ ვითარებაში აღმოჩნდა, როცა თავად ცალსახად აცხადებს ღარიბაშვილი, რომ არავითარ სანქციებს აზრი არ აქვს უკრაინის წინააღმდეგ და ამის პარალელურად, წარმოდგენილ რეზოლუციაში საუბარია სანქციებზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით. როცა შენ დასავლეთს სთხოვ დახმარებას ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, სთხოვ, მათ შორის სანქციების რეჟიმის გაძლიერებას და ამ დროს გყავს პრემიერი, რომელიც აცხადებს, რომ არანაირ სანქციებს აზრი არ აქვს და შესაბამისად, არანაირ სანქციებს საქართველო არ მიუერთდება. ეს არის მაგალითი, თუ რატომ არის აბსურდული დღევანდელი ხელისუფლების პოზიცია, დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნისთვის, უკრაინისთვის და დაშორებული იმ პოლიტიკურ პოზიციას, რომელიც დღეს დასავლეთში არსებობს", - განაცხადა სამადაშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა