კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მარკ რუტე - ლავროვი, როგორც მახსოვს, იესო ქრისტეს დაბადებიდან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრია და მას შემდეგ, მისი პირიდან სასარგებლო არაფერი გამოსულა

ნახვები: 540 მარკ რუტე - ლავროვი, როგორც მახსოვს, იესო ქრისტეს დაბადებიდან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრია და მას შემდეგ, მისი პირიდან სასარგებლო არაფერი გამოსულა

ლავროვი - ის, როგორც მახსოვს, იესო ქრისტეს დაბადებიდან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრია, არა? და მას შემდეგ მისი პირიდან სასარგებლო არაფერი გამოსულა. ამიტომ, ბატონ ლავროვს დიდ ყურადღებას არ მივაქცევთ, -ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ Fox News-ის ჟურნალისტს განუცხადა.

ამ სიტყვებით მარკ რუტე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც „ნატოს ქვეყნების ბიუჯეტის ზრდა ამ ორგანიზაციის კოლაფსს გამოიწვევს“.

რამდენიმე დღის წინ, როდესაც ლავროვს სთხოვეს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის, სიტყვების კომენტირება, რომლის მიხედვითაც პუტინის რეჟიმი თანამედროვე „შეიარაღების რბოლის“ შედეგად კოლაფსს ელის, ლავროვმა განაცხადა:

„ალბათ, რადგან ის ასეთი პროგნოზირებადია, ვარაუდობს, რომ ნატოს ქვეყნების ბიუჯეტის კატასტროფული, ჩემი აზრით, ზრდაც ამ ორგანიზაციის კოლაფსს გამოიწვევს“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა