კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ლევან ხაბეიშვილი - მივმართავ “ლელოს”, გადასაწყვეტი გაქვთ, ან ხართ ივანიშვილის მხარეს და მის არჩევნებში იღებთ მონაწილეობას, ან ხართ ქართველ ხალხთან ერთად

ნახვები: 476 ლევან ხაბეიშვილი - მივმართავ “ლელოს”, გადასაწყვეტი გაქვთ, ან ხართ ივანიშვილის მხარეს და მის არჩევნებში იღებთ მონაწილეობას, ან ხართ ქართველ ხალხთან ერთად

ორივე მხარეს ყოფნა არ გამოვა, გადასაწყვეტი გაქვთ, ან ხართ ივანიშვილის მხარეს და მის არჩევნებში იღებთ მონაწილეობას, ან ხართ ქართველ ხალხთან ერთად, ორივე ერთად ვერ გამოვა, - ასე მიმართავს “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი პარტიას “ლელო - ძლიერი საქართველო”.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ივანიშვილის დამარცხების გზა გადის „ერთიანობაზე, ქუჩის პროტესტზე და არჩევნებში მონაწილეობა იქნება სინდისის პატიმრების ღალატი“.

“მივმართავ პარტია “ლელოს” - ორივე მხარეს ყოფნა არ გამოვა, გადასაწყვეტი გაქვთ, ან ხართ ივანიშვილის მხარეს და მის არჩევნებში იღებთ მონაწილეობას და ხართ მის მხარეს, ან ხართ ქართველ ხალხთან ერთად. ვერანაირი სხვა ფორმაციები ვერ გამოვა, ეს იქნება ქართველი ხალხის ღალატი და სულ არაფერი არ ვთქვათ პოლიტიკოსებმა, ხალხი არ გაპატიებთ, ამიტომ მარტივი არჩევანია გასაკეთებელი, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილი აქვთ არჩევნებში მონაწილეობა, მე მაინც ვიტოვებ იმედს, რომ შეიცვლით პოზიციას, რადგან არანაირი ორი გზა არ არსებობს, არსებობს მხოლოდ ერთი გზა და ეს არის ბოიკოტის, პროტესტის გზით, უნდა გავაძლიეროთ ქუჩის პროტესტი, ივანიშვილს დავამარცხებთ მხოლოდ ქუჩის მძლავრი პროტესტით, სხვა გზით არ გამოვა, ამიტომ მკვეთრი გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ, ამ დრომდე რაც ჩანს, სამწუხაროდ აპირებთ იქით მხარეს დაბანაკებას, რაც ძალიან მძიმე იქნება თქვენთვის, მაგრამ მაინც დავიტოვებ იმედს, რომ იქნებ ბიძინას მხარეს არ აღმოჩნდეს. ეს იქნება სინდისის პატიმრების ღალატი, რომლებიც უსაფუძვლოდ ჰყავს ივანიშვილს გამოკეტილი”, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა, რომელსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა