კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე - გინდ ციხეში იყვნენ, გინდ ციხის გარეთ, არ აქვთ წარმატების შანსი

ნახვები: 403 ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე - გინდ ციხეში იყვნენ, გინდ ციხის გარეთ, არ აქვთ წარმატების შანსი

არჩევნებში მონაწილეობა შეუძლიათ დაპატიმრებულ პოლიტიკოსებსაც, მათ შეუძლიათ, კენჭი იყარონ არჩევნებში და გადაამოწმონ ქართული საზოგადოების ნდობა, – ამის შესახებ  ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ნურავინ გადააბრალებს პატიმრობას იმ სრულ პოლიტიკურ ფიასკოს, რომლის წინაშეც დადგნენ.

„არჩევნებში მონაწილეობის უფლება დაპატიმრებულ პოლიტიკოსებს რჩებათ. გასაგებია, რომ კამპანიის ჩატარების შესაძლებლობა არის შეზღუდული პატიმრობის პირობებში, მაგრამ ზოგადად სპეკულაციები ამასთან დაკავშირებითაც იყო და ამიტომ ვაზუსტებ, არჩევნებში მონაწილეობა შეუძლიათ დაპატიმრებულ პოლიტიკოსებსაც. მათ შეუძლიათ, კენჭი იყარონ არჩევნებში და გადაამოწმონ ქართული საზოგადოების ნდობა. არის ხოლმე ასეთი პრაქტიკა, როდესაც ადამიანი ციხეში ზის, შეიძლება, თანაგრძნობა მის მიმართ გაიზარდოს. აბა, გადაამოწმონ, ნახონ. თუმცა ნახეთ, როგორია თანაგრძნობა ამ პოლიტიკოსების მიმართ, 2000 კაცი ვერ გამოიყვანეს აქციაზე. ოთხი პარტია, 40 „ენჯეო“ და „დიფ სთეითი“, უცხოური ბიუროკრატია და ჩინოვნიკები, ყველა ერთად დაირაზმა და 2000 კაცზე მეტი ვერ შეკრიბეს რუსთაველის გამზირზე. ნული თანაგრძნობა, ამიტომ გინდ ციხეში იყვნენ, გინდ ციხის გარეთ, არცერთი ფორმით ამ ადამიანებს არ აქვთ არავითარი წარმატების შანსი. ნურავინ ნუ გადააბრალებს პატიმრობას იმ სრულ პოლიტიკურ ფიასკოს, რომლის წინაშეც ისინი დადგნენ“, – განაცხადა კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა