კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

კოორდინირებული მცდელობა საქართველო ჩათრეულ იქნას სამხედრო კონფლიქტში-კობახიძის ბრალდება ენმ-სა და უკრაინის ხელისუფლებას

ნახვები: 387 კოორდინირებული მცდელობა საქართველო ჩათრეულ იქნას სამხედრო კონფლიქტში-კობახიძის ბრალდება ენმ-სა და უკრაინის ხელისუფლებას

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე უკრაინის მთავრობას ნაციონალურ მოძრაობასთან კოორდინაციით საქართველოს "სამხედრო კონფლიქტში ჩათრევის" მცდელობაში ადანაშაულებს.

ის აცხადებს, რომ უკრაინა საქართველოს მიმართ ორმაგი სტანდარტით მოქმედებს, რადგან სანქციების არ დაწესება ან სამხედროების არ გაშვება სხვა ქვეყნების შემთხვევაში არ გამხდარა ქვეყნიდან ელჩის გაწვევის მიზეზი.

კობახიძის აზრით, უკრაინის ლიდერების მხრიდან საქართველოსთან ურთიერთობის გაფუჭების მცდელობა ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევის სურვილით აიხსნება.

„აშკარაა ორმაგი სტანდარტი,. რომელსაც ბუნებრივია ახსნა უნდა ჰქონდეთ. ისიც ალოგიკურია რომ ომში ჩართული ქვეყნის ლიდერებს მთავარ საზრუნავად საქართველოსთან ურთიერთობის გაფუჭება შეიძლება ესახებოდეთ, როგორც გუშინ აღვნიშნეთ აშკარაა კოორდინირებული მცდელობა საქართველო ჩათრეულ იქნას სამხედრო კონფლიქტში რასაც ჩვენ არ დავუშვებთ.

აღნიშნული მცდელობის კოორდინაცია საქართველოდან ხორციელდება ნაციონალური მოძრაობის მიერ, რომელსაც, როგორც ცნობილია მრავლად ჰყავს თავისი წარმომადგენლები უკრაინის ხელისუფლებაში, მათ შორის პრეზიდენტის გარემოცვაშიც"- განაცხადა ირეაკლი კობახიძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა