კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

დონალდ ტრამპი რუსეთზე - თუ შეთანხმება არ გვექნება, ძალიან ცუდი იქნება, ტარიფები შევა ძალაში და სხვა სანქციებიც, არ მგონია, რომ 50 დღე ძალიან დიდი ვადაა

ნახვები: 505 დონალდ ტრამპი რუსეთზე - თუ შეთანხმება არ გვექნება, ძალიან ცუდი იქნება, ტარიფები შევა ძალაში და სხვა სანქციებიც, არ მგონია, რომ 50 დღე ძალიან დიდი ვადაა

არ ვიცი, 50 დღე ძალიან დიდი ვადა თუ არის და უფრო ადრეც შეიძლება იყოს , - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.

“50 დღის მერე შეთანხმება თუ არ გვექნება, ძალიან ცუდი იქნება. ტარიფები შევა ძალაში და სხვა სანქციები…

არ ვიცი 50 დღე ძალიან დიდი ვადა თუ არის და უფრო ადრეც შეიძლება იყოს. არა მგონია, რომ 50 დღე ძალიან დიდი ვადაა” , - განაცხადა ტრამპმა.

კითხვაზე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნდა დაარტყას თუ არა მოსკოვს, ტრამპმა უპასუხა “არა, მოსკოვს არ უნდა დაარტყას”.

კიდევ ერთ კითხვაზე, არის თუ არა ის ახლა უკრაინის მხარეს, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა “არავის მხარეს არ ვარ, იცით ვის მხარეს ვარ? კაცობრიობის მხარეს, კვირაში ათასობით ადამიანის მკვლელობის შეჩერება მინდა”.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა