თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ვოლოდიმირ ზელენსკიმ მმართველ პარტიას ახალი მინისტრთა კაბინეტი წარუდგინა

ნახვები: 407 ვოლოდიმირ ზელენსკიმ მმართველ პარტიას ახალი მინისტრთა კაბინეტი წარუდგინა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მმართველ პარტიას განახლებული მინისტრთა კაბინეტის სია წარუდგინა. ამის შესახებ პარტია “ხალხის მსახურის” ფრაქციის ლიდერი, დავით არახამია “ტელეგრამის” პირად არხზე წერს.

არსებული ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პარტიის სხდომაზე დაახლოებით 30 წუთი იმყოფებოდა, რის დროსაც მადლობა გადაუხადა ყოფილ პრემიერ-მინისტრს, დენის შმიგალს გაწეული სამუშაოსთვის და ახალი პრემიერ-მინისტრი, იულია სვირიდენკო და მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრები წარადგინა.

განახლებულ მთავრობაში პირველი ვიცე-პრემიერის თანამდებობას ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრი, მიხაილ ფედოროვი დაიკავებს.

თავდაცვის მინისტრად დენის შმიგალის დანიშვნა იგეგმება.

ეკონომიკის სამინისტრო, ეკოლოგიის სამინისტრო და აგრარული პოლიტიკის სამინისტროს ერთ უწყებად გაერთიანება იგეგმება, რომელსაც ალექსეი სობოლევი უხელმძღვანელებს.

ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ვიცე-პრემიერად ოლგა სტეფანიშინას ნაცვლად ტარას კაჩკას დანიშვნა იგეგმება.

სოციალური პოლიტიკის სამინისტრო სოციალური პოლიტიკის, ოჯახისა და ერთიანობის სამინისტრო გახდება, რომელსაც დენის ულიუტინი უხელმძღვანელებს.

ენერგეტიკის სამინისტროს გერმან გალუშჩენკოს ნაცვლად სვეტლანა გრინჩუკი უხელმძღვანელებს. თავად გალუშჩენკო კი იუსტიციის მინისტრი გახდება.

კულტურის მინისტრის კანდიდატურა ამ მომენტისთვის შერჩეული არაა.

განახლებული მთავრობის წევრებისთვის კენჭისყრა 17 ივლისის საპარლამენტო სხდომაზე იგეგმება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა