კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ბაიბა ბრაჟე დონალდ ტრამპს - არ არსებობს არანაირი ნიშანი, რომ პუტინს მშვიდობა სურს

ნახვები: 500 ბაიბა ბრაჟე დონალდ ტრამპს - არ არსებობს არანაირი ნიშანი, რომ პუტინს მშვიდობა სურს

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ბაიბა ბრაჟეს განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესებას 50 დღე არ უნდა დაელოდოს, - ინფორმაციას Politico ავრცელებს.

„ეს უფრო ადრე უნდა მოხდეს“, - განაცხადა ბრაჟემ და დასძინა, რომ აზრი არ აქვს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისთვის მეტი დროის მიცემას მაშინ, როცა რუსული ძალები უკრაინაზე თავდასხმებს აგრძელებენ.

ლატვიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, დასავლეთმა დაუყოვნებლივ უნდა გააძლიეროს ზეწოლა მოსკოვზე, რათა მას მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა აიძულოს. ამის გაკეთების ერთ-ერთი გზა კი „სანქციების დაუყოვნებლივ დაწესებაა“. ბაიბა ბრაჟე მიიჩნევს, რომ სანქციებს შეუძლია რეალური გავლენა მოახდინოს ბრძოლის ველზე.

„ჩვენ გვსურს რუსეთზე ზეწოლა და მისი ომის წარმოების უნარის შესუსტება. საქმე რუს ხალხს არ ეხება. საქმე რუსეთის საბრძოლო შესაძლებლობებსა და ბრძოლის ველზე მათ ქმედებებს ეხება, ეს ყველაფერი უნდა შესუსტდეს“, - აღნიშნა ბრაჟემ.

მისი თქმით, დაზვერვის შეფასებების თანახმად, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ომის დასრულებით დაინტერესებული არ არის.

„მოკავშირეებს, მათ შორის ამერიკელებს, შორის დაზვერვის მონაცემები და საერთო შეფასება თანხვედრაშია, რომ არ არსებობს არანაირი ნიშანი იმისა, რომ პუტინს მშვიდობა სურს“, -აღნიშნა ბრაჟემ.

მისი თქმით, ტრამპი იმავე დასკვნამდე მივიდა მას შემდეგ, რაც რუსეთისთვის კარის ღიად დატოვება სცადა.

„დროის საკითხი იყო, როდის გაირკვეოდა, რომ პუტინი ყველას ატყუებდა და ტაქტიკას აჭიანურებდა“, - აღნიშნა ბრაჟემ.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ თუ ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით რუსეთთან შეთანხმებას 50 დღის განმავლობაში ვერ მიაღწევენ, მაშინ აშშ მოსკოვს 100%-მდე ტარიფებს დაუწესებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა