კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ფრიდრიხ მერცი - უკრაინა ძალიან მალე მიიღებს შორ მანძილზე მოქმედ იარაღს

ნახვები: 421 ფრიდრიხ მერცი - უკრაინა ძალიან მალე მიიღებს შორ მანძილზე მოქმედ იარაღს

უკრაინა ძალიან მალე მიიღებს შორ მანძილზე მოქმედ იარაღს, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა.

როგორც გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, უკრაინას სჭირდება შორ მანძილზე დარტყმისთვის განკუთვნილი სისტემები, რათა უკეთ შეძლოს თავის დაცვა. მისივე თქმით, კიევი „ძალიან მალე, ახლო მომავალში“ მიიღებს დამატებით მხარდაჭერას ამ მიმართულებით.

მერცმა აღნიშნა, რომ ეს, შესაძლოა, რამდენიმე კვირაში მოხდეს.

„უკრაინა ბევრად უფრო ხელსაყრელ პოზიციაში იქნება და შეძლებს ამ სისტემების გამოყენებას, ასევე ახლო კვირებსა და თვეებში ჩვენგან მხარდაჭერის მიღებას”, – განაცხადა მერცმა.

ამასთან, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ დიდ ბრიტანეთსა და გერმანიას შორის ხელმოწერილი ხელშეკრულება ლონდონსა და ბერლინს საშუალებას აძლევს, თანამშრომლობა განახორციელონ შესყიდვებისა და წარმოების სფეროში.

„შეგვიძლია, ეს მაშინვე დავიწყოთ. ჩვენ ყველა ამას ვუყურებთ, როგორც პასუხისმგებლობას, მაგრამ, ასევე, როგორც შესაძლებლობას ევროპისთვის, განამტკიცოს თავდაცვა და უსაფრთხოება. ეს არის ჩადებული იმ ხელშეკრულებაში, რომელსაც ჩვენ დღეს დილით ხელი მოვაწერეთ“, – განაცხადა სტარმერმა.

შეგახსენებთ, მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ, ნატო-სთან შეთანხმების თანახმად, უკრაინისთვის ამერიკული იარაღის მიწოდება ევროპელი მოკავშირეების მიერ იქნება დაფინანსებული.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა