Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთის ლოჯისტიკა მნიშვნელოვნად უნდა დაზარალდეს

ნახვები: 461 ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთის ლოჯისტიკა მნიშვნელოვნად უნდა დაზარალდეს
 

რუსეთის ტაქტიკა იგივე რჩება - ისინი ცდილობენ ახალი პოზიციების დაკავებას მცირე ჯგუფების გამოყენებით. უკრაინული დანაყოფები იყენებენ ყველა საჭირო საშუალებას მტრის ასეთი აქტივობის გამოსავლენად და გასანეიტრალებლად, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„მივიღე მოხსენება მთავარსარდალ ალექსანდრ სირსკისგან. ჩვენი ძალები აგრძელებენ რუსული დივერსიული ჯგუფების განადგურებას პოკროვსკსა და სხვა მიმართულებებზე. რუსეთის ტაქტიკა იგივე რჩება - ისინი ცდილობენ ახალი პოზიციების დაკავებას მცირე ჯგუფების გამოყენებით. უკრაინული დანაყოფები იყენებენ ყველა საჭირო საშუალებას მტრის ასეთი აქტივობის გამოსავლენად და გასანეიტრალებლად“, - აცხადებს ზელენსკი.

მისი თქმით, ალექსანდრ სირკიმ მიაწოდა ინფორმაცია უკრაინის მხრიდან შორ მანძილზე დარტყმების განხორციელების შესახებაც.

„მთავარსარდალმა ასევე მომაწოდა ინფორმაცია ჩვენი მხრიდან შორ მანძილზე დარტყმების, განსაკუთრებით ღრმა დარტყმების სიხშირისა და ეფექტურობის შესახებ. რუსეთის მიერ ამ ომის გახანგრძლივების საპასუხოდ, რუსეთის ლოჯისტიკა მნიშვნელოვნად უნდა დაზარალდეს. გარდა ამისა, მთავარსარდალი, უკრაინის თავდაცვის მინისტრთან და ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანთან ერთად, ამჟამად განიხილავს დრონების წარმოებისა და მიწოდების დამატებითი დაფინანსების ყველა მოთხოვნას. ეს მოიცავს როგორც ფრონტის ხაზზე მომუშავე დრონებს, ასევე იმ დრონებს, რომლებიც საჭიროა ჩვენი ქალაქებისა და თემების რუსული თავდასხმის დრონებისგან დასაცავად. შესაბამის დამატებით კონტრაქტებს მომავალ კვირას მოეწერება ხელი“, - წერს ზელენსკი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა