ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

დონალდ ტრამპი უკრაინისთვის იარაღის მოსაწოდებლად აშშ-სა და ნატო-ს შეთანხმებით კმაყოფილია

ნახვები: 533 დონალდ ტრამპი უკრაინისთვის იარაღის მოსაწოდებლად აშშ-სა და ნატო-ს შეთანხმებით კმაყოფილია

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აშშ-სა და ნატო-ს შორის უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შესახებ მიღწეული შეთანხმებით კმაყოფილია. ამის შესახებ ტრამპმა ვაშინგტონში, ხელოვნური ინტელექტის კონფერენციაზე  სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კერძოდ, საუბარია შეთანხმებაზე, რომლის თანახმადაც, ნატო-ს წევრი ევროპელი მოკავშირეები აშშ-სგან შეიძენენ იარაღს და უკრაინას გაუგზავნიან.

„ისინი შეერთებულ შტატებს გადაუხდიან სამხედრო აღჭურვილობის ღირებულების 100%-ს და მისი დიდი ნაწილი უკრაინაში წავა“, – განაცხადა ტრამპმა.

ამავდროულად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 172 მილიონი დოლარის ღირებულების HAWK Phase III სარაკეტო სისტემების და 150 მილიონი დოლარის ღირებულების Bradley საბრძოლო მანქანების მიწოდება დაამტკიცა. ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვითი უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, Hawk რაკეტების მთავარი კონტრაქტორები Sielman Corp და RTX Corp არიან, ხოლო Bradley რაკეტების მთავარი კონტრაქტორები BAE Systems, Leonardo DRS Inc და Renk Group AG არიან.

როგორც აშშ-ის თავდაცვითი უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტოს ინფორმაციაშია აღნიშნული, ორივე ტიპის იარაღი უკვე მიეწოდება უკრაინას.

 

 

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა