კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

უკრაინამ და რუსეთმა ტყვეები გაცვალეს

ნახვები: 473 უკრაინამ და რუსეთმა ტყვეები გაცვალეს

უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეების გაცვლის მეცხრე ეტაპი განხორციელდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის პრეზიდენტზე, ვოლოდიმირ ზელენსკიზე დაყრდნობით ავრცელებს.

ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, რომ მძიმედ დაავადებული და დაჭრილი ჯარისკაცები სამშობლოში დაბრუნდნენ.

„დღეს სტამბოლში შეთანხმებული გაცვლის მეცხრე ეტაპი გაიმართა. მძიმედ დაავადებული და დაჭრილი დამცველები სახლში ბრუნდებიან“, - აცხადებს ზელენსკი.

მისი ინფორმაციით, სტამბოლში მიღწეულ შეთანხმების ფარგლებში უკრაინამ, საერთო ჯამში, 1 000-ზე მეტი ადამიანის დაბრუნება შეძლო.

ამავდროულად, რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ვლადიმერ მედინსკიმ, რუსეთ-უკრაინას შორის გამართული მოლაპარაკებების მესამე რაუნდის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თითოეული მხრიდან, დაახლოებით, 250 ადამიანი გაცვალეს. მისი თქმით, ეს გაცვლის ბოლო პარტიაა ადრე მიღწეული შეთანხმებების ფარგლებში.

ომის ტყვეებთან მოპყრობის საკოორდინაციო შტაბის ცნობით, გაცვლის ფარგლებში უკრაინაში დაბრუნდა უკანასკნელი დამცველი კუნძულ ზმეინიდან, ვიტალი გირენკო.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა