კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

რაჟდენ კუპრაშვილი - მონიტორინგი გაიარა ყველამ: გომელაურმაც, ღარიბაშვილმაც, ლილუაშვილმაც და არანაირი დარღვევა არ არის გამოვლენილი - მონიტორინგში არ მოხვედრილა ბიძინა ივანიშვილი

ნახვები: 531 რაჟდენ კუპრაშვილი - მონიტორინგი გაიარა ყველამ: გომელაურმაც, ღარიბაშვილმაც, ლილუაშვილმაც და არანაირი დარღვევა არ არის გამოვლენილი - მონიტორინგში არ მოხვედრილა ბიძინა ივანიშვილი

მონიტორინგი გაიარა ყველამ: გრიგოლ ლილუაშვილმაც, ვახტანგ გომელაურმაც, ირაკლი ღარიბაშვილმაც და არანაირი დარღვევა არ არის გამოვლენილი - მონიტორინგში არ მოხვედრილა ბიძინა ივანიშვილი, - ამის შესახებ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა, რაჟდენ კუპრაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

ამასთან, ის ამბობს, რომ არ ახსოვს, თორნიკე რიჟვაძის დეკლარაცია მოხვდა თუ არა ანტიკორუფციული ბიუროს მონიტორინგში.

რაჟდენ კუპრაშვილი აცხადებს, რომ რომეო მიქაუტაძის შემთხვევაში ანტიკორუფციულმა ბიურომ დარღვევები გამოავლინა.

„მონიტორინგი გაიარა ყველამ: გრიგოლ ლილუაშვილმაც, ვახტანგ გომელაურმაც, ირაკლი ღარიბაშვილმაც. ყოველწლიურად გადის ეს ხალხი მონიტორინგს. არანაირი დარღვევები გამოვლენილი არ არის. მათ დეკლარაცია სრულიად მოდის თანხვედრაში...

ბატონი ბიძინა ივანიშვილის მხრიდან კანონის შესაბამისად იყო წარმოდგენილი ქონებრივი დეკლარაცია, როცა საპარლამენტო არჩევნები დაიწყო და ეს ვალდებულება მისი მხრიდან შესრულდა. რაც შეეხება მონიტორინგს - არ მოხვედრილა მონიტორინგში.

რაც შეეხება თორნიკე რიჟვაძეს - თუ მოხვდებოდა ბატონი თორნიკეს დეკლარაცია ანტიკორუფციული ბიუროს მონიტორინგში, შესწავლილი იქნება. ასე ზეპირად არ მახსოვს ყველას დეკლარაცია“, - განაცხადა კუპრაშვილმა.

ამასთან, მან „ქართულ ოცნებაში" კორუფციასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრის განცხადებებთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს უპასუხა და განაცხადა, რომ არ იცის, ვინ იგულისხმა ირაკლი კობახიძემ.

„ბატონმა პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა ის, რაზეც მას აქვს კომპეტენტური უწყებებისგან შესაბამისი ინფორმაცია. მე მეტის თქმის საშუალება არ მაქვს. ჩვენი ანგარიშები ყველასათვის ხელმისაწვდომია, მათ შორის, სახელმწიფო თანამდებობის პირებისთვის და სახელმწიფო უწყებებისთვის. ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობის შესახებ ანგარიშები ყოველწლიურად ქვეყნდება და ჩვენი მიგნებები, გამოვლენები, მათ შორის, პოლიტიკური კორუფცია, ხვდება იქ," - განაცხადა კუპრაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა