კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ონისე ცხადაძე - არ ვაპირებ შეწყალებაზე მივწერო ადამიანს, რომელზე უკეთესი პრეზიდენტიც ვიქნებოდი მესამე კლასში

ნახვები: 508 ონისე ცხადაძე - არ ვაპირებ შეწყალებაზე მივწერო ადამიანს, რომელზე უკეთესი პრეზიდენტიც ვიქნებოდი მესამე კლასში

ეს არის ღირსების საკითხი! არ ვაპირებ მივწერო ადამიანს, რომელზე უკეთესი პრეზიდენტიც ვიქნებოდი მესამე კლასში და არც ვიცი, წაიკითხავს თუ არა, - ამის შესახებ საპროტესტო აქციებზე დაკავებულმა იუმორისტმა, ონისე ცხადაძემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ის უერთდება მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის უარს ბოდიშის მოხდასა და მიხეილ ყაველაშვილისთვის შეწყალების შესახებ მიმართვაზე.

„შეწყალების თხოვნას არ ვაპირებ, ეს არის ღირსების საკითხი, არ ვაპირებ მივწერო ადამიანს, რომელზე უკეთესი პრეზიდენტიც ვიქნებოდი მესამე კლასში და არც ვიცი, წაიკითხავს თუ არა. არ ვაპირებ მივწერო ადამიანს, რომელიც გუშინ ღირსების ორდენით აჯილდოებდა ადამიანებს, რომლებმაც მოქალაქეები სცემეს ქუჩებში და მეორე დღეს სპორტსმენებს აჯილდოებს. ეს მინდოდა მეთქვა“, - განაცხადა ონისე ცხადაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 11 პირი დააკავეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა