კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მოსამართლე ალან პელეტმა საერთაშორისო სასამართლოს რუსეთის საბჭო დატოვა

ნახვები: 437 მოსამართლე ალან პელეტმა საერთაშორისო სასამართლოს რუსეთის საბჭო დატოვა

საერთაშორისო სასამართლოს კომისიის წევრმა, ალან პელეტმა, ვინც რუსეთის საბჭოს წევრი იყო და საერთაშორისო სასამართლოში რუსეთის ინტერესებს იცავდა, თანამდებობა დატოვა.

მისი თქმით, შეუძლებელი გახდა იმ ქვეყნის დაცვა და წარმომადგენლობა, რომელსაც სძულს სამართალი.

ის 2014 წელს საერთაშორისო სასამართლოში უკრაინის წინააღმდეგ ყირიმის გარშემო რუსეთის ინტერესებს იცავდა.

ასევე აღსანიშნავია, რომ პელეტი 2008-2011 წლებში საერთაშორისო სასამართლოში საქართველო- რუსეთის საქმეში რუსეთის მხარეს იცავდა. საქმე განიხილავდა, რამდენად აღსრულდა 2008 წლის ომში რუსეთის მხრიდან საერთაშორისო კონვენციის ის ნაწილი, რაც რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრას ითვალისწინებს.

"ჩემთვის პატივი იყოთ თქვენთან ერთად მუშაობა და თქვენი ქვეყნის ინტერესების დაცვა, ქვეყნის რომელიც ძალიან მიყვარს. მე ვაფასებდი, რომ მაშინ როცა ერთად ვიცავდით მათ, შეგვეძლო თავისუფლად გაგვეცალა ჩვენი აზრი გადაცდომების გარეშე. მე მინახავს სინდისის ქენჯნას ზოგიერთ თქვენგანში და მესმოდა ზოგიერთის უდრეკი ერთგულებაც. თუმცა საკმარისია.

გუშინ მე გადადგომის შესახებ წერილი გავუგზავნე შესაბამის ადამიანებს: ადვოკატებს შეუძლიათ დაიცვან მეტნაკლებად საეჭვო საქმეები, მაგრამ შეუძლებელი გახდა ფორუმებში, რომლებიც კანონის აღსრულებასთან დაკავშირებულ, იმ ქვეყნის წარმომადგენლობა, რომელსაც ასე სძულს სამართალი", - აცხადებს ალან პელეტი.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა