კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

სამწუხაროდ ჩვენ ვერ მივიღეთ ის შედეგი, რომელსაც ველოდით- რუსეთ უკრაინის მოლაპარაკებების მე-2 რაუნდი დასრულდა

ნახვები: 879 სამწუხაროდ ჩვენ ვერ მივიღეთ ის შედეგი, რომელსაც ველოდით- რუსეთ უკრაინის მოლაპარაკებების მე-2 რაუნდი დასრულდა

უკრაინამ და რუსეთმა მიაღწიეს ურთიერთგაგებას ჰუმანიტარული დერეფნების შესახებ, ცეცხლის დროებით შეწყვეტის უზრუნველყოფით. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა.

„სამწუხაროდ ჩვენ ვერ მივიღეთ ის შედეგი, რომელსაც ველოდით. ერთადერთი რისი თქმაც შეგვიძლია, განვიხილეთ დეტალურად ჰუმანიტარული ასპექტი. ბევრი ქალაქი ახლა ალყაშია. იქ დრამატული ვითარებაა. საკვები პროდუქტებისა და მედიკამენტების მხრივ. მე წავიკითხავ ოფიციალურ კომუნიკეს. მხარეებმა მიაღწიეს ურთიერთგაგებას, რომ ერთობლივად შეიქმნას ჰუმანიტარული დერეფნები მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციისთვის. ასევე განსაკუთრებული სიმწვავის საბრძოლო მოქმედებების ტერიტორიებზე მედიკამენტების და საკვები პროდუქტების ჩატანაზე. დროებით ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობით შეზღუდული დროით და იმ სექტორებში, სადაც განხორციელდება ევაკუაცია. ამ მიზნით, უახლოეს ხანში მოხდება სპეციალური საკომუნიკაციო არხების ორგანიზება და შესაბამისი ლოჯისტიკური პროცედურების ფორმირება", - განაცხადა პოდოლიაკმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა