თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

მიხეილ სააკაშვილი - ღალატის „კომისიის“ დასკვნის ამოცანაა 2008 წლის რუსულ აგრესიაში დაადანაშაულოს საქართველო

ნახვები: 465 მიხეილ სააკაშვილი - ღალატის „კომისიის“ დასკვნის ამოცანაა 2008 წლის რუსულ აგრესიაში დაადანაშაულოს საქართველო

ღალატის „კომისიის“ დასკვნის ამოცანაა 2008 წლის რუსულ აგრესიაში დაადანაშაულოს საქართველო, რომელიც მსხვერპლი იყო აგრესიის, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წერს.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ამ ახალი სპეცოპერაციის მიზანი უფრო ფართოა, „მათ სურთ ამოძირკვონ ქართველი ხალხის ისტორიული მეხსიერება, გააშავონ ვარდების რევოლუციის ბრწყინვალე მემკვიდრეობა“.

„ივანიშვილი ბოლომდე ასრულებს თავის დაპირებებს, ოღონდ არა ქართველი ხალხისთვის მიცემულს, არამედ საკუთარი რუსი პატრონებისთვის, რომელთაც 2,5 მილიარდი დოლარი მისცეს 2012 წელს და ხელისუფლებაში მოიყვანეს ჰიბრიდული სპეცოპერაციის შედეგად.

ამ ღალატის „კომისიის“ დასკვნის, რომლის ყველა სიტყვა ბინძური სიცრუეა, ძირითადი დებულებები პირდაპირ „ლიუბლიანგაზეა“ დაწერილი და მისი ამოცანაა 2008 წლის რუსულ აგრესიაში დაადანაშაულოს საქართველო, რომელიც მსხვერპლი იყო აგრესიის.

ამ ახალი სპეცოპერაციის მიზანი უფრო ფართოა, მათ სურთ ამოძირკვონ ქართველი ხალხის ისტორიული მეხსიერება, გააშავონ ვარდების რევოლუციის ბრწყინვალე მემკვიდრეობა და იმ 9 წელიწადში საქართველოს ფენომენალური წარმატება, რომელიც მთელი მსოფლიოს მიერ იყო აღიარებული, წელში გატეხონ ქართველი ხალხის თავისუფლებისმოყვარეობა.

არალეგიტიმური პარლამენტის მიერ შექმნილი ეს „კომისია“ არის ბნელი წარსულის რევანშის გამოვლინება. კომისიაში არის ილია ინჯია, შევარდნაძის ეპოქის მეგა-კორუფციონერის ფრიდონ ინჯიას შვილი, რომელიც 90-იანი წლების პარლამენტში, სადაც მეც ვიყავი, ჩვენმა საგამოძიებო კომისიამ გადააყენა მინისტრობიდან. კომისიას ივანიშვილმა სათავეში ჩაუყენა წულუკიანი, რომლის მამის დამხვრეტ საქმიანობას წერტილი დავუსვი სწორედ მე, როცა პარლამენტში გავიტანე კანონი „საქართველოში სიკვდილით დასჯის საბოლოო აკრძალვაზე“.

დაბრუნდნენ წარსულის მუმიები და ასახიჩრებენ ქართულ სახელმწიფოს. ივანიშვილმა 2012 წელს ჩაანაცვლა ჩვენი მთავრობა, რომელსაც დამარცხებული ჰყავდა კრიმინალი და კორუფცია. მან საქართველო გადაიყვანა აყვავების გზიდან, სამაგიეროდ ააყვავა კრიმინალი და კორუფცია.

საერთაშორისოდ სანქცირებული ღალატის კომისიის ამოცანა იყო ასევე ჩემი განადგურების ოპერაციის ბოლომდე მიყვანა, მას შემდეგ რაც მრავალი წელი ათასგვარი საზიზღრობა მომიგონეს, ციხეში მაწამეს და მომწამლეს. ისინი მოქმედებენ ტერორისტული მეთოდებით, დააპატიმრეს რა თითქმის ყველა პოლიტიკური ლიდერი.

მათ განსაკუთრებით ამწარებს ის გარემოება, რომ მიუხედავად ჩემი იზოლაციისა, როდესაც ჯერ ახშობდნენ ჩემს ხმას სასამართლო დარბაზში და შემდეგ საერთოდ აკრძალეს რეპორტაჟები ჩემდამი მხარდაჭერა კიდევ მეტად იზრდება, განსაკუთრებით კრიმინალური სინდიკატის მიერ ჩადენილი საზიზღრობების ფონზე.

ვინაიდან მე წლების განმავლობაში ვიყავი უკრაინის პოლიტიკის ცენტრში და ვარ უკრაინის ამაყი მოქალაქე, ჩემს მიმართ ისტერიული შეტევით რუსები ასევე სიგნალს უგზავნიან მებრძოლი უკრაინის ლიდერს თუ რა ბედი ელის მას იმ შემთხვევაში თუ ოკუპანტს არ დაუწვება.

2008 წელს მე ბევრი მომიწოდებდა დამეტოვებინა საქართველო და წავსულიყავი ემიგრაციაში სიკვდილის მუქარის ქვეშ. მე ფეხი არ მოვიცვალე, გავაკეთე ქართული და საერთაშორისო საზოგადოების მობილიზაცია და ჩვენს ჯართან ერთად გადავარჩინეთ ქართული სახელმწიფოებრიობა.

ახლაც მყარად ვდგავართ, ვერაფერი გაგვტეხს, არ მივცემთ საშუალებას მტერს წაგვართვას ჩვენი ქვეყანა, რაზეც მეტყველებს ქართველების აქტიური წინააღმდეგობა. განსაკუთრებით ბოლო წლებში და თვეებში უამრავი ადამიანი დაიჭირეს, აწამეს და მაინც ვერ გატეხეს, ამიტომ ეს ბრძოლა უახლოეს ხანში უნდა მივიყვანოთ გამარჯვებამდე გადამწყვეტი, გაბედული ნაბიჯებით, ერთიანობით და მყარი გეგმით უნდა გამოვგლიჯოთ ოკუპანტს და მის დამქაშებს ხელიდან ჩვენი სამშობლო და გადავარჩინოთ ჩვენი შვილების მომავალი.

დიდება საქართველოს, თავისუფლებას დიდება! Слава Україні!“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტში შექმნილმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ - „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე“ მუშაობა დაასრულა და 430 გვერდისგან შემდგარი დასკვნის პროექტი წარადგინა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა