ნიკა კაცია - ბოდიშს მოვიხდი კი არა, ეს სიმართლე კიდევ უფრო ხმამაღალი იქნება, ჩვენი ხმა მისწვდება კოსმოსს
ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატი - დღეს 5 მოწმიდან 4 იყო მოყვანილი, რომლებმაც განაცხადეს, რომ არასდროს, სხვა აქციების დროსაც, ანდრო ჭიჭინაძის მხრიდან უკანონო მოქმედება არ უნახავთ
გრიგოლ გეგელია "ქართულ ოცნებას" - მათ ენაზე ვეტყვი - რა "მელკი" ხალხიც არიან, ისეთივე "მელკი და მეშჩან" თემებს დასდევენ
გიორგი შარაშიძე - გუნდის მხარდაჭერის შემთხვევაში, ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებ - ჩვენ და „ლელო“ მერობის კანდიდატის საკითხზე არ დავიწყებთ კინკლაობას
მსახიობი გიგა დათიაშვილი - ანდრო ჭიჭინაძემ მითხრა, სუს-დან გამოჟონილი ინფორმაცია გავრცელდა, დასაჭერი ადამიანების სია არის, რომელშიც ვარო
გრიგოლ გეგელია - თვითმმართველობის არჩევნებისთვის „ძალიან ბევრი კარგი კანდიდატი განიხილება“
ლევან ხაბეიშვილი - ჯუანშერ ბურჭულაძე და სხვა დასაკავებელ-დასაჭერები, ირაკლი ღარიბაშვილს პარტიის გაკეთებას სთხოვენ
თიბისის სახელფასო პროექტში ჩართვა უკვე დისტანციურად, ბიზნეს ინტერნეტბანკიდანაა შესაძლებელი

გიორგი შარაშიძე - გუნდის მხარდაჭერის შემთხვევაში, ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებ - ჩვენ და „ლელო“ მერობის კანდიდატის საკითხზე არ დავიწყებთ კინკლაობას

05.08.2025 ნახვები: 204

თბილისის მერობის კანდიდატობის საკითხზე ჩვენ [გახარიას პარტია და ლელო] ერთმანეთში არ დავიწყებთ კინკლაობას. ვფიქრობ, შევჯერდებით სწორ კანდიდატზე, - ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა, რითაც მათივე პარტიაში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ თბილისის მერობის ერთ-ერთ კანდიდატად სწორედ გიორგი შარაშიძე განიხილება.

როგორც შარაშიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, „ლელო-ძლიერ საქართველოსთან“ თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის გაფორმება კომპრომისებისკენ გადადგმული ნაბიჯი იყო.

„ჯერ არ არის საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული, თუ ვინ იქნება მერობის კანდიდატი. ჩვენსა და კოალიცია „ძლიერ საქართველოს“ შორის გაფორმებულია მემორანდუმი, სადაც ორი ვარიანტია. პირველი: ჩვენ როდესაც შევთანხმდებით პარტიულ კანდიდატზე და მეორე ვარიანტია, რომ შევთანხმდეთ არაპარტიულ კანდიდატზე. ჯერ დრო გვაქვს 4 სექტემბრამდე, რადგან საზოგადოებისთვის მისაღებ კანდიდატურაზე გავაკეთოთ არჩევანი.

თანამშრომლობის მემორანდუმი იმიტომ გაფორმდა, რომ კომპრომისებისკენ გადადგმული ნაბიჯი იყო. იმედი მაქვს, ეს ყველას კარგად ესმის „ლელოშიც“ და ჩვენთანაც. ჩვენთან რომ კარგად ესმით, ზუსტად ვიცი. ამაზე ჩვენ ერთმანეთში არ დავიწყებთ კინკლაობას, საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, შევჯერდებით სწორ კანდიდატზე. დრო ჯერ კიდევ არის. მე, როგორც თბილისის საკრებულოს დეპუტატს, ბევრი ინფორმაცია მაქვს თბილისის პრობლემების შესახებ, გუნდის მხარდაჭერის შემთხვევაში ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებ“,-აღნიშნა შარაშიძემ.

ამასთან, როგორც გიორგი შარაშიძემ აღნიშნა, არ უშვებს, რომ „ლელოსთან“ თბილისის მერობის კანდიდატთან დაკავშირებულ საკითხზე შეთანხმებას ვერ მიაღწიონ და არჩევნებში კანდიდატი ცალ-ცალკე წარადგინონ.

„არა, ამას არ ვუშვებთ. დიდი გამოწვევები დგას ქვეყნის წინაშე. ეს მაშინ შეთანხმების, მემორანდუმის დარღვევა გამოდის. მაშინ რისთვის გავაკეთეთ ეს? მთავარია, ჩვენ ერთმანეთთან არ შევიდეთ კონკურენციაში. ეს არის მთავარი. მგონია, საღი აზრი „ლელოშიც“არის და ჩვენს გუნდში.

ვფიქრობ, როდესაც პოზიციებს შევაჯერებთ, კომპრომისებით, საღი აზრით და ობიექტურ მონაცემებზე დაყრდნობით, სწორ გადაწყვეტილებას მივიღებთ. ჩემს პარტიაში, ჩემ გარდა არაერთი კანდიდატია, რომელიც ღირსეულ კონკურენციას გაუწევს ნებისმიერს, შესაძლოა, 10-მდე დაგისახელოთ, ვინც ღირსეული კანდიდატი იქნებოდა. მარტო მერობის კანდიდატი ხომ არ არის? აქ არიან მაჟორიტარი დეპუტატები. 25 კანდიდატზე ვართ შესათანხმებელი სხვა ქალაქებში. ვინ სად ვიქნებით საჭირო, იმის მიხედვით გადავნაწილდებით“,- აღნიშნა შარაშიძემ.

მან დედაქალაქში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თბილისი პირველ რიგში, კორუფციისგან არის გადასარჩენი, ხოლო მისი განათლება ძალიან გამოადგება ევროპული ტიპის მმართველობას.

„მე ვარ საჯარო მმართველობის მაგისტრი, ბიზნესის მართვის მაგისტრი და ამ ორი პროფესიის ერთობლიობა ძალიან გამოადგება ევროპული ტიპის მმართველობას. თბილისი გადასარჩენია პირველ რიგში კორუფციისგან, რომელმაც ბოლო წლებში კალაძის მერობის პირობებში შეიწირა ყველაფერი: ქალაქის ისტორიული იერსახე, კულტურული მემკვიდრეობა, ადამიანების უსაფრთხოება. კორუფცია არ არის მარტო ის პრობლემა, როდესაც ჩინოვნიკები მდიდრდებიან უსამართლოდ. ეს არის პრობლემა, რომელიც თბილისელების ცხოვრებაზე აისახება. ვინც არ უნდა იყოს კანდიდატი, ჩვენი გუნდის მთავარი ამოცანაა, თბილისი ვიხსნათ კალაძის კორუმპირებული მმართველობისგან. 4 წელია საკრებულოს წევრი ვარ და პირველივე დღიდან, როდესაც შევედით საკრებულოში, ჩემი როგორც საკრებულოს დეპუტატის მთავარი ორიენტაცია კორუფცია იყო. პირველივე სხდომიდან ვითხოვდით ანტიკორუფციული კომისიის შექმნას, კარგად ვხედავთ კორუფციულ რისკებს, რაც დაკავშირებული იყო მრავალმილიონიანი ბიუჯეტის მართვასთან“, - აღნიშნა შარაშიძემ.

შეგახსენებთ, პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ ინფორმაციით, თბილისის მერობის ერთ-ერთ კანდიდატად გიორგი შარაშიძეს განიხილავენ. თავის მხრივ, „ლელოში“ აცხადებენ, რომ დედაქალაქის მერობის ერთ-ერთ კანდიდატად ალეკო ელისაშვილს მოიაზრებენ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა