კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატი - დღეს 5 მოწმიდან 4 იყო მოყვანილი, რომლებმაც განაცხადეს, რომ არასდროს, სხვა აქციების დროსაც, ანდრო ჭიჭინაძის მხრიდან უკანონო მოქმედება არ უნახავთ

ნახვები: 480 ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატი - დღეს 5 მოწმიდან 4 იყო მოყვანილი, რომლებმაც განაცხადეს, რომ არასდროს, სხვა აქციების დროსაც, ანდრო ჭიჭინაძის მხრიდან უკანონო მოქმედება არ უნახავთ

ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატის, თორნიკე მიგინეიშვილის განცხადებით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ 5 მოწმიდან 4 დაკითხა – მოწმეებმა სამართალდამცველთა მხრიდან ძალადობაზე ისაუბრეს.

ადვოკატის თქმით, მოწმეების ჩვენების მიხედვით, ანდრო ჭიჭინაძეს არასდროს, არც ერთ აქციაზე, მათ შორის არც მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებულ აქციებზე, არ ჩაუდენია რაიმე უკანონო მოქმედება.

მისივე თქმით, ბრალდების მხარის, ასევე დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დასტურდება ცალკეულად ძალადობრივი მოქმედები და ვერც ჯგუფურობა დასტურდება.

„დღეს, ანდრო ჭიჭინაძის დაცვის მხარის მიერ 5 მოწმიდან 4 მოწმე იყო მოყვანილი, რომლებმაც აღწერეს, რომ არანაირი უკანონო მოქმედება, არა აქციების დროს, არამედ არასდროს, სხვა აქციების დროსაც კი არ უნახავთ ანდრო ჭიჭინაძის მიერ განხორციელებული.

ასევე მათ აღწერეს, როგორ ემუქრებოდნენ სამართალდამცველები აქტივისტებს, ასევე თუ როგორ ისროდნენ ისინი მძიმე ნივთებს, როგორ აზიანებდნენ თავად სამართალდამცველები სქროლებსა თუ სხვა ნივთებს.

დღეს ძალიან სწორი აქცენტები გააკეთეს დაცვის მხარის მოწმეებმა. მათ ზუსტად ახსნეს თუ როგორ იცავდნენ თავს აქტივისტები, როდესაც მათ სასიკვდილოდ მისდევდნენ სამართალდამცველები.

ბრალდების მხარის მიერ და ასევე დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება ის, რომ თუ ვინმე ძალადობდა, ეს იყვნენ მხოლოდ სამართალდამცველები, აქტივისტების მისამართით.

ვერ დასტურდება ცალკეულად ძალადობრივი მოქმედები, ვერც დასტურდება ჯგუფურობა. ასევე ვერ დასტურდება ვინმე ორგანიზატორის არსებობა“,- განაცხადა თორნიკე მიგინეიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა