კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

გრიგოლ გეგელია პარლამენტთან დაპირისპირების შემდეგ - ყველას მინდა ვთხოვო, გაასწორონ ფოკუსი და გაიხსენონ, ვინ არის ამ ქვეყნის მტერი

ნახვები: 484 გრიგოლ გეგელია პარლამენტთან დაპირისპირების შემდეგ - ყველას მინდა ვთხოვო, გაასწორონ ფოკუსი და გაიხსენონ, ვინ არის ამ ქვეყნის მტერი

ყველას მინდა ვთხოვო, გაასწორონ ფოკუსი და გაიხსენონ, ვინ არის ამ ქვეყნის მტერი - განურჩევლად იმისა, თუ ბრძოლის ვის რა ტაქტიკა გვაქვს, გავერთიანდეთ და დავდგეთ ერთად,- ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ გეგელიამ მას შემდეგ განაცხადა, რაც პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მას მოქალაქეები დაუპირისპირდნენ.

აქციის მონაწილეების პროტესტის მიზეზი, მათივე განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნებში „ლელოს“ მონაწილეობა გახდა.

გეგელიას განცხადებით კი, ძირითადი მიზანი ახალი საპარლამენტო არჩევნები და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებაა.

„ჩვენი ძირითადი მიზანი არის ახალი საპარლამენტო არჩევნები და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება. არის მღელვარება, მაგრამ მე მესმის, არანაირი პრობლემა არ არის, არანაირი თავდასხმა არ ყოფილა, არანაირი მნიშვნელოვანი ექსცესი. განურჩევლად იმისა, ვის როგორი პოზიცია აქვს, გავაგრძელებ ამ ქვეყნისთვის ბრძოლას. ყველაფერი არის კარგად და იქნება კარგად. არავითარი სხვა სამიზნე და წინააღმდეგობა არ არსებობს და არ იარსებებს. ყველა ადამიანს მინდა ვთხოვო, გაასწორონ ფოკუსი და გაიხსენონ, ვინ არის ამ ქვეყნის მტერი. განურჩევლად იმისა, თუ ბრძოლის ვის რა ტაქტიკა გვაქვს, გავერთიანდეთ და დავდგეთ ერთად“, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა