Ukrainian border guards rescue 16 crew members after Russian drone hits foreign cargo ship in Black Sea
Ukraine’s new military leadership vows stronger strikes and technological advantage over Russia
Rubio to discuss Russia's war against Ukraine at meeting with Lavrov
ლევან ხაბეიშვილი: „ბრძოლაა საჭირო და არა პროფესორ-კომენტატორობა“
დიპლომატიურ კორპუსს ე.წ. საბოტაჟის საქმეზე სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება არ მისცეს
მიხეილ სააკაშვილი - სრულიად სამარცხვინოდ „ქართულმა საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ არ შემიყვანა პოლიტპატიმართა სიაში
საიას თავმჯდომარე: ვახო სანაიას „ფეისბუქ-პოსტის“ გამო პატიმრობა დემონსტრაციული, სამაგალითო დასჯაა
გოჩა მირცხულავა: აქ „XXX“ არავინ არის. ანუ თუ ვახო სანაიას საქმეში კონტექსტია მთავარი, მაშინ მოდით, კონტექსტზე ვისაუბროთ...

კოსმო - ხელნაკეთი ჩანთებისა და აქსესუარების ქართული ბრენდი, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

ნახვები: 445 კოსმო - ხელნაკეთი ჩანთებისა და აქსესუარების ქართული ბრენდი, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

 

10 წლის წინ ორი სტუდენტი გოგონას - სოფი მუხულიშვილისა და თამო აფციაურის ონლაინ გაყიდვებით დაწყებული ბიზნესი დღეს ერთ-ერთ გამორჩეული, ფერადი და თემატური ხელნაკეთი ჩანთებისა და აქსესუარების ქართული ბრენდია.

როგორც „კოსმოს“ თანადამფუძნებელი სოფიკო მუხულიშვილი ამბობს, ბრენდი მხოლოდ ადამიანური კაპიტალით და დიდი ენთუზიაზმით შეიქმნა. საქმეში თუ მომხმარებელთან გულწრფელმა და გულისხმიერმა დამოკიდებულებამ, კოსმოელების თავდაუზოგავმა შრომამ, ბრენდის სტრატეგიამ — ყოფილიყო უშუალო და მეგობრული, მუდმივად სიახლეების ძიებისა და განვითარების სურვილმა შედეგი გამოიღო და კოსმო ონლაინ სივრცეში მალევე ძალიან პოპულარული გახდა.

„დღეს ბრენდი 80 ადამიანისგან შემდგარ კოსმიურ გუნდს, 9 ფილიალს და უამრავ „კოსმოელ მომხმარებელს“ აერთიანებს საქართველოსა თუ მის ფარგლებს გარეთ.  ბრენდის წარმატების მთავარი ძალა კოსმოელები არიან — ადამიანები კოსმოს შიგნით და გარეთ”, ამბობს სოფიკო მუხულიშვილი.

 2018 წლიდან „კოსმომ“ ახალი ეტაპი დაიწყო  აქსესუარებთან ერთად, წარმოადგინა ტყავისა და ხის კომბინაციით დამზადებული ჩანთების კოლექცია, რომელიც ქართული კულტურის შტრიხებს აცოცხლებდა. 2019 წელს კი ამ კოლექციიდან მოდელები ვუდლი და თანი ჰონგ-კონგში გამართულ APLF-ის საერთაშორისო გამოფენაზე საუკეთესოთა ათეულში მოხვდა. 2022 წელს „კოსმომ“ ჩოხის მოტივებზე შექმნილი ჩანთა -  „ჩოხჩა“ წარადგინა დუბაიში გამართულ კონკურსზე და გაიმარჯვა ხალხის რჩეულის ნომინაციაში.

კოსმო ყოველთვის ხაზს უსვამს იმ ხალხის როლს, ვინც ქმნის ქართულ იდენტობას. ერთ-ერთი გამორჩეული კამპანია  - „ქალები ბაზრიდან“ სწორედ ამას ასახავს. ბრენდმა ბაზარში დასაქმებულ ქალებს ერთი განსაკუთრებული დღე მიუძღვნა: გადაიღო მათი ფოტოპორტრეტები, მოუსმინა მათ ისტორიებს, შექმნა ჟურნალი და ასახა მათი ყოველდღიურობა. ამ კამპანიამ Ad Black Sea-ზე სამი ჯილდო მიიღო, მათ შორის ოქროს მედალი ინტეგრირებული მარკეტინგული კამპანიის კატეგორიაში.

ბრენდის უახლესი ინიციატივაა „ღია სახელოსნო“ -  სივრცე, სადაც მომხმარებელი თავად ხდება კოსმოს ნაწილის შემქმნელი. აქ შეგიძლია კოსმოს ოსტატებთან ერთად შექმნა საკუთარი ჩანთა, აირჩიო ფერები, დიზაინი, წარწერა და დატოვო მასში შენი ემოცია.

„თითოეული ამ ინიციატივისა და იდეის ერთგული მხარდამჭერი თიბისია. თიბისისთან მეგობრობა ჩვენი კომპანიის დაარსების დღიდან იწყება. ბიზნესის ტექნოლოგიური განვითარების სხვადასხვა ეტაპზე და განსაკუთრებით მაშინ, როცა ნედლეულის შესაძენად ფინანსების მობილიზება გვჭირდებოდა, სწორედ თიბისის მხარდაჭერა გახდა გადამწყვეტი.ამ პარტნიორობის წყალობით შევძელით, რომ „კოსმოში“ შექმნილი პროდუქცია საერთაშორისო ბაზარზე გაგვეტანა. უკვე ორი წელია, დანიაში ერთ-ერთ უმსხვილეს სავაჭრო ქსელთან ვთანამშრომლობთ და დიდ პარტიებად ვაწვდით ჩვენს ხელნაკეთ ნივთებს ნიშნით „Made in Georgia “.

„კოსმო“ ამტკიცებს, რომ შენს ჩანთას შეუძლია ილაპარაკოს, თქვას რაღაც მნიშვნელოვანი შენზე, შენს ისტორიაზე, შენს ხასიათზე. ეს არის “კოსმო” - ადამიანური, ფერადი და კოსმიური.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა