კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

პაატა მანჯგალაძე „ოცნებას“ – პუტინიც აღარ მალავს, რომ ომის გეგმა 2006 წელს დაამტკიცა და თქვენ რა ჯანდაბა გჭირთ

ნახვები: 501 პაატა მანჯგალაძე „ოცნებას“ – პუტინიც აღარ მალავს, რომ ომის გეგმა 2006 წელს დაამტკიცა და თქვენ რა ჯანდაბა გჭირთ

არ არსებობს პოლიტიკური მიზანშეწონილობა, რომელიც გაამართლებს საკუთარი ქვეყნის ომის დაწყებაში დადანაშაულებას - სად ისწავლეთ ეს სერგო ორჯონიკიძის და ფილიპე მახარაძის რიტორიკა და „პატრიოტიზმი“?! - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ღალატია, როდესაც „ქართული ოცნების“ წევრები რეზოლუციაზე ხელმოწერას ყოველდღე „აფრიალებენ“.

„არ არსებობს პოლიტიკური მიზანშეწონილობა, რომელიც გაამართლებს საკუთარი ქვეყნის ომის დაწყებაში დადანაშაულებას. ვთქვათ, ვიღაცამ მოაწერა ხელი ისეთ რეზოლუციას, სადაც ყველა პუნქტი იდეალური არ იყო, მაგრამ როცა ამას მტერიც კი არ იყენებს ჩვენს წინააღმდეგ არგუმენტად და შენ ყოველდღე აფრიალებ, ეს უკვე პოლიტიკა კი არა, ღალატია.

პუტინიც კი აღარ მალავს, რომ ომის გეგმა 2006 წელს დაამტკიცა, პირიქით, ამაყობს ამით და თქვენ რა ჯანდაბა გჭირთ, რომ ასე დაჟინებით ცდილობთ აგრესორს პასუხისმგებლობა შეუმსუბუქოთ და საკუთარ ქვეყანას დააკისროთ აგრესორის როლი?! სად ისწავლეთ ეს სერგო ორჯონიკიძის და ფილიპე მახარაძის რიტორიკა და „პატრიოტიზმი?!“ - წერს პაატა მანჯგალაძე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა