კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ვოლოდიმირ ზელენსკი - ომი სამართლიანად უნდა დასრულდეს

ნახვები: 515 ვოლოდიმირ ზელენსკი - ომი სამართლიანად უნდა დასრულდეს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის წინააღმდეგ ომი სამართლიანად უნდა დასრულდეს და ევროპელი ხალხების უსაფრთხოების ინტერესებს უნდა შეესაბამებოდეს.

„ომის დასასრული სამართლიანი უნდა იყოს და მადლობელი ვარ ყველასი, ვინც ახლა უკრაინასთანაა, ჩვენს ხალხთანაა უკრაინაში მშვიდობის გამო, რადგან ეს იცავს ჩვენი ევროპელი ხალხების სასიცოცხლო და უსაფრთხო ინტერესებს“, - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, უკრაინა აფასებს და სრულად უჭერს მხარს საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის, იტალიის პრემიერ-მინისტრის ჯორჯია მელონის, გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის, პოლონეთის პრემიერ-მინისტრის დონალდ ტუსკის, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის კირ სტარმერის და ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის ერთობლივ განცხადებას უკრაინაში მშვიდობის დამყარების შესახებ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა