კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

რუსეთიდან არანაირ მასობრივ შემოდინებასთან საქმე არ გვაქვს-შალვა პაპუაშვილი

ნახვები: 341 რუსეთიდან არანაირ მასობრივ შემოდინებასთან საქმე არ გვაქვს-შალვა პაპუაშვილი

რუსეთიდან არანაირ მასობრივ შემოდინებასთან საქმე არ გვაქვს, ეს არის დეზინფორმაციული კამპანია, რათა საზოგადოებაში არ იყოს სიმშვიდე და მშვიდობა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა რუსი მოქალაქეების საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

მისი თქმით, „დისკრედიტაციული კამპანია მიმდინარეობს მთავრობის წინააღმდეგ და ეს კითხვებს იწვევს, რატომ ხდება ხოლმე ასეთი ინფორმაციების გავრცელება".

„რუსეთიდან არანაირ მასობრივ შემოდინებასთან საქმე არ გვაქვს. სხვათა შორის, ყველას შევახსენებ, რუსეთთან სახმელეთო საზღვარი ჩაკეტილია რუსეთის მხრიდან. ლარსის საზღვარზე მხოლოდ ტვირთი გადმოდის და კერძო მიმოსვლა არ არის. რაც შეეხება მონაცემებს, გუშინ, გარკვეულწილად თემა იყო ისე განხილული, რაც არის ნაწილი დეზინფორმაციული კამპანიის იმისთვის, რომ საზოგადოებაში შფოთი შემოვიდეს და არ იყოს სიმშვიდე და მშვიდობა. ამ პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მედიის როლი და მოგიწოდებთ, გადაუმოწმებელი ინფორმაცია არ გავრცელდეს და არ მოხდეს სიტუაციის დრამატიზება, ნაცვლად იმისა, რომ იყოს ობიექტური ფაქტები", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა