კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ექსპერტებმა კატეგორიულად განაცხადეს, რომ ნიკა კაცია არ იყო ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელი

ნახვები: 475 ექსპერტებმა კატეგორიულად განაცხადეს, რომ ნიკა კაცია არ იყო ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელი

პატაკის ავტორმა განაცხადა, რომ ნიკა კაცია იყო ნარკოტიკების მომხმარებელი, აღმოჩნდა, რომ ბრალდებული არ მოიხმარდა ნარკოტიკს - ექსპერტებმა კატეგორიულად განაცხადეს, რომ ნიკა კაცია არ იყო ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელი, - ამის შესახებ ნარკოდანაშაულში ბრალდებული ნიკა კაციას ადვოკატმა, ნინო ლომინაძემ სასამართლო სხდომის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, თმის ნიმუშმა ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებით ინფორმაცია შესაძლოა, თვეებისა და წლების განმავლობაში შეინახოს, ხოლო ნიკა კაციასთვის ჩატარებულმა ექსპერტიზამ ნარკოტიკის მოხმარების კვალი არ დაადასტურა.

„დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაიკითხნენ ექსპერტები, რომლებმაც აიღეს თმის ნიმუში და შესაბამისი კვლევა ჩაატარეს ნარკოლოგიური თვალსაზრისით და დაადგინეს, რომ ნიკა კაცია არ იყო ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელი. ეს ინფორმაცია მნიშვნელოვანია, რადგან, როდესაც პატაკის ავტორმა განაცხადა, რომ ნიკა კაცია იყო ნარკოტიკების მომხმარებელი, აღმოჩნდა, რომ ბრალდებული არ მოიხმარდა ნარკოტიკს. ბრალდების მხარემ ეს ინფორმაცია უტყუარად არ მიიჩნია, თუმცა, როდესაც მე ამ საქმეში ჩავერთე ვითხოვდი, რომ ბრალდების მხარეს დაენიშნა აღნიშნული ექსპერტიზა, თუმცა უარი მეთქვა. ექსპერტებმა კი თავიანთი დასკვნა დაადასტურეს სასამართლოზე და კატეგორიულად განაცხადეს, რომ ნიკა კაცია არ იყო ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელი. სასამართლოზე ექსპერტმა განაცხადა, რომ შესაძლოა თმამ ნარკოტიკული საშუალების მოხმარებასთან დაკავშირებით ინფორმაცია თვეები და წლები შეინახოს",- განაცხადა ნინო ლომინაძემ.

ინფორმაციისთვის, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარის მიერ მოწვეული ექსპერტები დაიკითხნენ, რომლებმაც განაცხადეს, რომ თმის ნიმუშმა ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება არ დაადასტურა.

ცნობისთვის, ნიკა კაციას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ნიკა კაცია 7 დეკემბერს დააკავეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა