კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ფრიდრიხ მერცი - დღეს რუსეთს აქვს შესაძლებლობა, დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას და შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები

ნახვები: 491 ფრიდრიხ მერცი - დღეს რუსეთს აქვს შესაძლებლობა, დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას და შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მოუწოდა, სერიოზულად მოეკიდოს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინადადებას უკრაინასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების შესახებ.

„დღეს რუსეთს აქვს შესაძლებლობა, დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას და შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები“, - აღნიშნულია გერმანიის მთავრობის მეთაურის ოფიციალურ განცხადებაში.

მერცის თქმით, დღეს ალასკაში ტრამპსა და პუტინს შორის შეხვედრის მთავარი მიზანი სამიტია, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც დაესწრება.

„ველით, რომ პრეზიდენტი პუტინი სერიოზულად მიიღებს პრეზიდენტ ტრამპის წინადადებას მოლაპარაკებების შესახებ და ალასკაში შეხვედრის შემდეგ უკრაინასთან მოლაპარაკებებს უპირობოდ დაიწყებს“, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

მერცის თქმით, ტერიტორიული საკითხების მოგვარება მხოლოდ უკრაინელების თანხმობით არის შესაძლებელი.

„ეს შეტყობინებები პრეზიდენტ ტრამპს ანკორიჯში გამგზავრებამდე ნათლად და ერთსულოვნად გადავეცით. მასთან კონტაქტს კვლავ ვაგრძელებ. პრეზიდენტ ტრამპს შეუძლია მშვიდობის დამყარებისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა“, - განაცხადა ფრიდრიხ მერცმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა