კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

დონალდ ტრამპი - რუსეთსა და უკრაინას შორის საშინელი ომის დასასრულებლად საუკეთესო გზას პირდაპირ სამშვიდობო შეთანხმება წარმოადგენს

ნახვები: 495 დონალდ ტრამპი - რუსეთსა და უკრაინას შორის საშინელი ომის დასასრულებლად საუკეთესო გზას პირდაპირ სამშვიდობო შეთანხმება წარმოადგენს

ყველა თანხმდება, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის საშინელი ომის დასასრულებლად საუკეთესო გზას პირდაპირ სამშვიდობო შეთანხმება წარმოადგენს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი Truth Social-ზე წერს.

„შესანიშნავი და წარმატებული დღე ალასკაზე! რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრამ კარგად ჩაიარა, ისევე როგორც გვიან ღამით განხორციელებულმა სატელეფონო საუბარმა უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთან და სხვადასხვა ევროპელ ლიდერთან, მათ შორის ნატო-ს დიდად პატივცემულ გენერალურ მდივანთან. ყველა თანხმდება, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის საშინელი ომის დასასრულებლად საუკეთესო გზას პირდაპირ სამშვიდობო შეთანხმება წარმოადგენს, რომელიც ომს დაასრულებს და არა უბრალოდ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელიც ხშირად არც მუშაობს“, - წერს დონალდ ტრამპი.

მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ორშაბათს თეთრ სახლში შეხვდება.

„თუ ყველაფერი კარგად ჩაივლის, შემდეგ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრას დავგეგმავთ. შესაძლოა, მილიონობით ადამიანის სიცოცხლე გადარჩეს“, - აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა