კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

დონალდ ტრამპის და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრას ევროპელი ლიდერები დაესწრებიან

ნახვები: 483 დონალდ ტრამპის და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრას ევროპელი ლიდერები დაესწრებიან

პრეზიდენტ ზელენსკის თხოვნით, ხვალ თეთრ სახლში პრეზიდენტ ტრამპთან და სხვა ევროპელ ლიდერებთან შეხვედრას შევუერთდები, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს ბრიუსელში ჩადის, სადაც „მსურველთა კოალიციის“ კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.

„დღეს შუადღისას, ბრიუსელში მივესალმები უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის. ჩვენ, ერთად, მონაწილეობას მივიღებთ „მსურველთა კოალიციის“ კონფერენციაში“, - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.

 

დონალდ ტრამპის და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრას ფრიდრიხ მერციც დაესწრებ. გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებით, ორშაბათს ვაშინგტონში გაემგზავრება, სადაც აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტებს, დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის მოლაპარაკებებს შეუერთდება.

ფედერალური მთავრობის ინფორმაცით, „ვიზიტი ემსახურება ინფორმაციის გაცვლას აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ალასკაში გამართული შეხვედრის შემდეგ“.

პრესსპიკერის განცხადებით, ფრიდრიც მერცი სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებთან განიხილავს სამშვიდობო ძალისხმევის სტატუსს და ხაზს გაუსვამს გერმანიის ინტერესს უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმების სწრაფი მიღწევის მიმართ.

„მოლაპარაკებები, სხვა საკითხებთან ერთად, უსაფრთხოების გარანტიებს, ტერიტორიულ საკითხებს და უკრაინისთვის რუსეთის აგრესიისგან თავდაცვაში მხარდაჭერის გაგრძელებას მოიცავს. ეს მოიცავს სანქციებით ზეწოლის შენარჩუნებასაც“, - აღნიშნულია ფედერალურმა მთავრობის განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა