თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ალეკო ელისაშვილი - იოლი გასეირნება არ გველის, თავგანწირულ, უთანასწორო ბრძოლაში შევდივართ

ნახვები: 446 ალეკო ელისაშვილი - იოლი გასეირნება არ გველის, თავგანწირულ, უთანასწორო ბრძოლაში შევდივართ

იოლი გასეირნება არ გველის, თავგანწირულ უთანასწორო ბრძოლაში შევდივართ - მთელი გულით მინდა, სანამ შემიძლია, სანამ ჯანი მაქვს, ჩემს საქართველოს დავუმტკიცო, რომ მისთვის რაღაც გავაკეთე. რომ მოვა მიქელ - გაბრიელი, მასთანაც, ჩემს სამშობლოსთანაც, მშობლებთან, წინაპრებთან, ჩემს შვილებთან ვიყო მართალი, არანაირ ბრძოლას ჩემთვის ფასი არ აქვს, სადაც ხალხის დარდი, გასაჭირი, პრობლემები არ ისმის - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა, ორი პარტიის მიერ გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც „გახარია საქართველოსთვის“ და „ლელო-ძლიერი საქართველოს“ თბილისის მერობის საერთო კანდიდატი დასახელდა.

როგორც მან აღნიშნა, ამ არჩევნებზე, ამ ბრძოლაში განსაკუთრებით უნდა დაბრუნდეს ხალხის ხმა.

„დღეს მთელს საქართველოს და მსოფლიოს, მტერსაც და მოყვარესაც, ვაჩვენებთ, რომ ჩვენ შეგვიძლია საერთო მიზნისთვის, საქართველოსთვის, ქართველი ხალხის ინტერესისთვის, საქართველოს დაბრუნებისთვის გაერთიანება და ერთ მუშტად შეკვრა. ეს არ უნდოდათ ზუსტად იმათ, აქ რომ ჰქონდათ ოფისი, ამ სულგაყიდულებს, ამ ბაღლინჯოებს. ეს არ უნდოდათ, მაგრამ მოვახერხეთ. ყველანაირი წინააღმდეგობა შეგვიქმნეს, უამრავი დაბრკოლება შეგვიქმნეს, მაგრამ დღეიდან ჩვენ, „გახარია საქართველოსთვის“ და „ლელო-ძლიერი საქართველო“ ერთობლივ ბრძოლას ვიწყებთ საქართველოს დასაბრუნებლად, თბილისის დასაბრუნებლად, ჩვენი თითოეული სოფლისა და კალმით ნახატი ქალაქების დასაბრუნებლად. მერე, საერთო ჯამში, ქვეყანაც დავიბრუნოთ და ჩვენი გადახვეწილი ხალხი დავაბრუნოთ ჩვენს ქვეყანაში, ამოვისუნთქოთ. უნდა დავიბრუნოთ ჩვენი საქართველო. მე პირადად ამ არჩევნებში მონაწილეობას ვუყურებ, როგორც ბრძოლას. არანაირი იოლი გასეირნება არ გველის. თავგანწირულ უთანასწორო ბრძოლაში შევდივართ, მაგრამ ეს არის ბრძოლა. ჩვენ რთულად, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ერთობლივ ბრძოლაზე, ერთობლივ სტრატეგიაზე შეთანხმება, ეს ძალიან მახარებს. როგორც პოლიტიკოსს კი არა, როგორც ქართველს და ამ ქვეყნის მოქალაქეს. იმიტომ, რომ მეც დავიღალე, საკუთარი თავიც დავღალე სხვების ლანძღვით, თათხვით. ერთობლივი ბრძოლით გავახაროთ ყველა, ვისაც ჩვენი იმედი აქვს. მთელი გულით მინდა, სანამ შემიძლია, სანამ ჯანი მაქვს, ჩემს საქართველოს დავუმტკიცო, რომ მისთვის რაღაც გავაკეთე. რომ მოვა მიქელ- გაბრიელი, მასთანაც, ჩემს სამშობლოსთანაც, მშობლებთან, წინაპრებთან, ჩემს შვილებთან ვიყო მართალი, არანაირ ბრძოლას ჩემთვის ფასი არ აქვს, სადაც ხალხის დარდი, გასაჭირი, პრობლემები არ ისმის. ისე გავერთეთ ეს ერთი წელია არავის საყვედურს არ ვეუბნები, ამ პოლიტიკურ ბრძოლაში, რომ ხალხი დაგვავიწყდა საერთოდ. ამ არჩევნებზე, ამ ბრძოლაში განსაკუთრებით უნდა დავაბრუნოთ ხალხის ხმა. არანაირი ბრძოლას ფასი არ აქვს, თუ წინ ყოჩი არ მიგიძღვის, თან ისეთი ფალავანი არ არის, ვისი იმედიც გაქვს. სწორედ ასეთი კანდიდატია ირაკლი კუპრაძე, „გახარია საქართველოსთვის“ და „ლელო-ძლიერი საქართველოს“ თბილისის მერობის ერთობლივი კანდიდატი“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა