კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

დონალდ ტრამპი - ზელენსკისა და პუტინს საშუალებას მივცემ, რომ ჯერ ისინი შეხვდნენ

ნახვები: 464 დონალდ ტრამპი - ზელენსკისა და პუტინს საშუალებას მივცემ, რომ ჯერ ისინი შეხვდნენ

ვიმედოვნებ, რომ პრეზიდენტი პუტინი სწორად მოიქცევა და თუ არა, მაშინ სიტუაცია რთული იქნება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, მონაწილეობას მიიღებს თუ არა უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრაში, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ პირველი შეხვედრა ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს შორის გაიმართება.

„საშუალებას მივცემ, რომ ჯერ ისინი შეხვდნენ. ისინი საუკეთესო მეგობრები ნამდვილად არ არიან და კარგი ურთიერთობა არ აქვთ. პრეზიდენტ პუტინს გუშინ დავურეკე, რომელთანაც კარგი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ მნიშვნელობა მხოლოდ იმას აქვს, თუ შედეგს მივაღწევთ, სხვა შემთხვევაში ურთიერთობა არ მაინტერესებს. შვიდი ომი დავასრულე და ვფიქრობდი, რომ ეს ყველაზე მარტივი იქნებოდა, მაგრამ ყველაზე რთულად მოსაგვარებელი აღმოჩნდა. ვიმედოვნებ, რომ პრეზიდენტი პუტინი სწორად მოიქცევა და თუ არა, მაშინ სიტუაცია რთული იქნება. იმედია, ზელენსკიც იმას გააკეთებს, რაც საჭიროა. მან გარკვეული მოქნილობა უნდა გამოიჩინოს“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ამასთან, დონალდ ტრამპის თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინის შესახებ ყველაზე მეტად იმან გააკვირვა, რომ „ახლა ისინი ერთმანეთს ოდნავ უკეთ უგებენ“.

„სხვა შემთხვევაში ორმხრივ შეხვედრას არ დავგეგმავდი. მაშინ სამმხრივ შეხვედრას მოვაწყობდი. ვერ ვიტყვი, რომ ოდესმე საუკეთესო მეგობრები იქნებიან“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა