თიბისის განათლების შესაძლებლობები სტუდენტებისთვის: გაიცანით კესო ლალიაშვილი
War update: 175 combat clashes on front lines in past 24 hours, 50 in Pokrovsk sector
Zelensky after overnight attack: Until diplomacy works, Moscow must face more sanctions
აქციებზე დაკავებული 11 პირის საქმის პროკურორი - კადრებში ჩანან პირები, რომლებიც ახორციელებენ ერთსა და იმავე მოქმედებას პოლიციელების მიმართ, მათი მოქმედებები ქმნის ჯგუფურ დანაშაულს
გრიგოლ გეგელია - გადის აგვისტო და ვხედავთ, რომ არც ევროკავშირისგან მიღებული „დედლაინი“ არ შესრულებულა
სალომე სამადაშვილი - ევროსაბჭოს არცერთი რეკომენდაცია არ შესრულებულა
ლევან ხაბეიშვილი - ივანიშვილი რუსულ მხარესთან აწარმოებს მოლაპარაკებას, რომ ფარცხალაძეზე საქმე აღძრას ლევან ჯანგველაძის მკვლელობასთან დაკავშირებით
ლევან გაჩეჩილაძე გარდაიცვალა

აქციებზე დაკავებული 11 პირის საქმის პროკურორი - კადრებში ჩანან პირები, რომლებიც ახორციელებენ ერთსა და იმავე მოქმედებას პოლიციელების მიმართ, მათი მოქმედებები ქმნის ჯგუფურ დანაშაულს

20.08.2025 ნახვები: 222

საქართველოს პროკურატურა საპროტესტო აქციების დროს დაკავებული 11 პირის დამნაშავედ ცნობას ითხოვს.

აღნიშნულის თაობაზე ბრალდების მხარემ საპროტესტო აქციების დროს დაკავებული 11 პირის სასამართლო პროცესზე, დასკვნითი სიტყვის დროს მიმართა.

დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა და დაკავებული 11-ვე პირის ბრალეულობაზე გაამახვილა ყურადღება. როგორც პროკურორმა ვაჟა თოდუამ სხდომაზე განაცხადა, მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაკავებული პირები გამოირჩეოდნენ სხვადასხვა აქტიური ქმედებებით, ისროდნენ სხვადასხვა ნივთებს, მათ შორის პიროტექნიკას.

„წარმოდგენილია მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლის თანახმად, 28 ნოემბრიდან მიმდინარე აქციების დროს მოქალაქეთა ნაწილმა დაიწყო ჯგუფური ძალადობა, რამაც სისტემური ხასიათი მიიღო. პარლამენტთან მიმდებარე ტერიტორიაზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით განლაგებული პოლიციის მიმართ გამოხატავენ ფიზიკურ და სიტყვიერ ძალადობას, ისროდნენ სხვადასხვა საგანს, ადვილად აალებად ნივთიერებებს, პიროტექნიკურ ნაკეთობებს, სხვადასხვა ნივთით აზიანებდნენ მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებულ ქონებას, აწყობდნენ ბარიკადებს. მათი მოქმედების შედეგად დაზიანდა საქართველოს პარლამენტი.

ორგანიზატორები: ზვიად ცეცხლაძე, ვასილ კაძელაშვილი და ვეფხია კასრაძე აორგანიზებდნენ ძალადობრივ მოქმედებებს, ამუშავებდნენ გეგმას, ჯგუფის წევრებს უნაწილებდნენ კონკრეტულ როლებს. სერგეი კუხარჩუკი აქტიურად მონაწილეობდა ამ ძალადობრივი ჯგუფის მოქმედებებში, ქვებს ისროდა და საფრთხეს უქნიდა პოლიციელებს და აქციაზე მყოფებს. ვალერი კუხარჩუკი ისვრიდა შუშის ბოთლს, საფრთხეს უქმნიდა პოლიციელების და სხვა პირთა სიცოცხლეს. რევაზ კიკნაძე ქვებს ისროდა პოლიციელთა მიმართულებით, ვაკო თეთრაშვილი ისროდა ქვას. ანდრო ჭიჭინაძე ისროდა ჯოხს პოლიციელთა მიმართულებით და ახორციელებდა სხვა აქტიურ ქმედებებს. გურამ მირცხულავა ისროდა მძიმე საგანს პოლიციელთა მიმართულებით და ახორციელებდა სხვა აქტიურ ქმედებებს.

რევაზ კიკნაძე ისროდა ქვას, ირაკლი ქერაშვილი პიროტექნიკას, გიორგი ტერიშვილი მოგრძო მასიურ ნივთს.

ჩადენილი ქმედებისთვის 11-ვე პირს ბრალდება წარედგინათ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის მუხლით”,- განაცხადა ვაჟა თოდუამ.

ამასთან ბრალდების მხარემ ყურადღება გაამახვილა სისხლის სამართლის საქმეზე დაკითხულ გამომძიებლებზეც, რომლებმაც პროკურორ ვახტანგ ცალუღელაშვილის თქმით, ბრალდებულთა მხრიდან ჩადენილი დანაშაულის შესახებ ვიდეოები დაათვალიერეს. მისივე თქმით, ჩანაწერებში ჩანს, რომ ძალადობრივი ქმედებები განხორციელდა პოლიციელთა მიმართ.

„კადრში ჩანან ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე პირები, როგორ უკიდებენ ცეცხლს დიდი ზომის პიროტექნიკას და ისვრიან სამართლადმცველებისკენ…მათი ქმედებები მიმართულია პოლიციელთა წინააღმდეგ. მიყენებულია ქონებრივი და ფიზიკური ზიანი…. თითოეული ბრალდებული ძალადობის ადგილას, თავისი თვალით ხედავს, როგორ ისვრიან პოლიციის მიმართულებით და თავადაც ახორციელებენ იგივე ქმედებებს. ისინი ახორციელებენ ერთსა და იმავე მოქმედებას, ერთსა და იმავე დროს და მათი მოქმედებები მიმართულია პოლიციელების წინააღმდეგ...წინააღმდეგობის გაწევა ხდება ერთიანი ქმედებებით და მათი მოქმედებები ერთობლიობაში ქმნის ჯგუფურ დანაშაულს.

ყველა მტკიცებულება მოპოვებულია კანონის სრული დაცვით. აღნიშნული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ბრალდება. მოგმართავთ, რომ ცნოთ დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში“,- განაცხადა ცალუღელაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 11 პირი დააკავეს.

დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა

ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა