კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

Bloomberg - ევროპელი ლიდერები უკრაინისთვის ახალ უსაფრთხოებისთვის ჯორჯია მელონის წინადადებას განიხილავენ

ნახვები: 470 Bloomberg - ევროპელი ლიდერები უკრაინისთვის ახალ უსაფრთხოებისთვის ჯორჯია მელონის წინადადებას განიხილავენ

გამოცემა Bloomberg-ის ცნობით, ევროპელი ლიდერები უკრაინისთვის ახალ უსაფრთხოების მექანიზმს განიხილავენ, რომელიც იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ წამოიწყო. გეგმის თანახმად, რუსეთის მხრიდან აგრესიის განახლების შემთხვევაში კიევის მოკავშირეები ვალდებულნი იქნებიან, 24 საათის განმავლობაში გადაწყვიტონ უკრაინისთვის სამხედრო ან ეკონომიკური მხარდაჭერის საკითხი.

მელონის წინადადებას „მსუბუქი ნატო“ უწოდეს, რადგან ის ალიანსის კოლექტიური თავდაცვის პრინციპს წააგავს, მაგრამ არ ითვალისწინებს უკრაინის ნატოში ფაქტობრივ წევრობას.

იტალიის პრემიერის თქმით, ქვეყნებმა, რომლებმაც კიევთან ორმხრივი შეთანხმებები გააფორმეს, ახალი თავდასხმის შემთხვევაში სწრაფად უნდა შეათანხმონ თავიანთი ქმედებები.

წყაროების ცნობით, საკითხი ეხება უკრაინისთვის სწრაფი თავდაცვის დახმარების, ფინანსური მხარდაჭერის, შეიარაღებული ძალების გაძლიერების და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გატარებას. ჯერჯერობით უცნობია, მოიცავს თუ არა გეგმა უკრაინის ტერიტორიაზე ჯარების პირდაპირ გაგზავნას.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა