კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ნინო დათაშვილი - ყველა არგუმენტი არის უსაფუძვლო, ბევრი რამ არის არალოგიკური - ჩემთვის არ არის ადვილი ამ მანდატურების ყურება, რომლებმაც ჩემზე იძალადეს

ნახვები: 471 ნინო დათაშვილი - ყველა არგუმენტი არის უსაფუძვლო, ბევრი რამ არის არალოგიკური - ჩემთვის არ არის ადვილი ამ მანდატურების ყურება, რომლებმაც ჩემზე იძალადეს

ყველა არგუმენტი არის უსაფუძვლო, ბევრი რამ არის არალოგიკური და არგუმენტირებული - ჩემთვის არ არის ადვილი ამ მანდატურების ყურება, რომლებმაც ჩემზე იძალადეს,- ამის შესახებ მანდატურზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულმა აქტივისტმა ნინო დათაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე განაცხადა.

ამასთან, დათაშვილი დაეთანხმა შუამდგომლობასაც, რომელიც მანამდე მისმა უფლებადამცველმა დააყენა საქმის სხვა სასამართლოში გადატანის თაობაზე.

„ყველა არგუმენტი არის უსაფუძვლო. ბევრი რამ არის არალოგიკური. შუამდგომლობა დაკავებაზე, ერთმა მოსამართლემ გამოუშვა, მეორემ წინასწარ პატიმრობაში გამიშვა, მესამემ პატიმრობაში დამტოვა, იძულებით ფსიქიატრიული ექსპერტიზა დამინიშნეს და ა.შ. მეც ვეთანხმები ადვოკატს. ჩემთვის არ არის ადვილი ამ მანდატურების ყურება, რომლებმაც ჩემზე იძალადეს. კანონის წინაშე ყველა თანასწორია და მეც მინდა ვისარგებლო ამ უფლებით“, - განაცხადა ნინო დათაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა