ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

ლევან ხაბეიშვილი - ივანიშვილის გუნდი აღარ არსებობს, შეგვიძლია, ეს ხალხი მალე გავისტუმროთ - მშვიდობიანი დამხობა რეჟიმს

ნახვები: 514 ლევან ხაბეიშვილი - ივანიშვილის გუნდი აღარ არსებობს, შეგვიძლია, ეს ხალხი მალე გავისტუმროთ - მშვიდობიანი დამხობა რეჟიმს

ივანიშვილი მხოლოდ ერთჯერადი მოხმარებისთვის იყენებს ხალხს, დღეს მისი ბანდფორმირება საბოლოოდ დაშლილია, ამიტომ 4 ოქტომბერს მშვიდობიანად უნდა დავამხოთ ეს რეჟიმი,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რითაც სუს-ის უფროსად მამუკა მდინარაძის წარდგენას გამოეხმაურა.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ანრი ოხანაშვილმა „ბევრ რამეში მოიკოჭლა და მოისროლეს“.

„აბსოლუტურად ჩამოშლილია ივანიშვილის ბანდფორმირება, არანაირი გუნდი არ არსებობს. ორ თვეში მოინელეს ოხანაშვილი. იქ ბაჩიაშვილის საქმე შეეტენა, ვერ გააკეთა. ჩემი მეგობარი, ლაშა ცანავა დაიჭირეს, რომელმაც გამოააშკარავა, რომ სუს-ი ცდილობდა მის გადაბირებას. ანრიმ ბევრ რამეში მოიკოჭლა და მოისროლეს.

ასე იცის ივანიშვილმა, ერთჯერადი მოხმარების საგნები არიან მისთვის ისინი. მე ვიძახდი ამას, როდესაც დანიშნეს ოხანაშვილი და ორ თვეში მოხსნეს. ის გადააგდო ივანიშვილმა როგორც ნახმარი ნივთი.

უნდა გვესმოდეს, რომ ივანიშვილის გუნდი თუ რაც არის, აღარ არსებობს, არანაირი ძლევამოსილება, არანაირ არაფერზე არ დგას ივანიშვილი. ჩვენ შეგვიძლია, ეს ხალხი ძალიან მალე გავისტუმროთ, ამისთვის არის 4 ოქტომბერი, პაატა ბურჭულაძის ინიციატივა. მშვიდობიანი დამხობა რეჟიმს!“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ცნობისთვის, ანრი ოხანაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა დატოვა. აღნიშნულ პოზიციაზე პრემიერმა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე წარადგინა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა