კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ალექსანდრ სირსკი - უკრაინელებმა დონეცკის ოლქში ოკუპანტებისგან სამი დასახლებული პუნქტი გაწმინდეს

ნახვები: 519 ალექსანდრ სირსკი - უკრაინელებმა დონეცკის ოლქში ოკუპანტებისგან სამი დასახლებული პუნქტი გაწმინდეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა დონეცკის ოლქში კონტრშეტევა წარმატებით განახორციელეს და სამი დასახლებული პუნქტი - მიხაილოვკა, ზელენი გაი და ვლადიმიროვკა - რუსი ოკუპანტებისგან გაწმინდეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, პოკროვსკის მიმართულება ფრონტზე ყველაზე რთულ მიმართულებად რჩება. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ხაზი გაუსვა, რომ მტრის უპირატესობის მიუხედავად უკრაინელი სამხედროები პოკროვსკის დაცვას აგრძელებენ.

„სიტუაცია მართლაც რთულია, მტერმა ძირითადი ძალისხმევა ფრონტის ამ მონაკვეთზე მიმართა. მაგრამ ჩვენ ხაზი უნდა შევინარჩუნოთ. სამხედრო ოპერაციების ორგანიზებაში დახმარების გაწევა უზრუნველყოფილი იქნება.

დამატებითი საბრძოლო მასალის, დრონების და რადიოელექტრონული საბრძოლო აღჭურვილობის საკითხები მოგვარებულია“, - წერს სირსკი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა