Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation

დონალდ ტრამპი - ყველა საუბარი, რაც პუტინთან მაქვს კარგია, მაგრამ შემდეგ ბომბს აგდებენ კიევის თავზე ან სხვაგან და შემდეგ ძალიან ვბრაზდები

ნახვები: 500 დონალდ ტრამპი - ყველა საუბარი, რაც პუტინთან მაქვს კარგია, მაგრამ შემდეგ ბომბს აგდებენ კიევის თავზე ან სხვაგან და შემდეგ ძალიან ვბრაზდები

ვლადიმერ პუტინს ვოლოდიმირ ზელენსკი არ მოსწონს - მათ ერთმანეთი არ მოსწონთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებს განუცხადა.

კითხვაზე, თუ რატომ არიდებს თავს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას, დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ „მას ის არ მოსწონს“.

„მათ ერთმანეთი არ მოსწონთ. პუტინმა თქვა: „დონალდ ტრამპი პრეზიდენტი, რომ ყოფილიყო ომი არ დაიწყებოდა“. მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ეს ომი არ მოხდებოდა“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მისი თქმით, გასული ორშაბათის შემდეგ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი კიდევ ჰქონდა.

„ყველა საუბარი, რაც მასთან მაქვს კარგია, მაგრამ შემდეგ ბომბს აგდებენ კიევის თავზე ან სხვაგან და შემდეგ ძალიან ვბრაზდები“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

 მისვე თქმით, ევროპა უკრაინას მნიშვნელოვან უსაფრთხოების გარანტიებს მისცემს. 

„ჯერ არ იცით, რა უსაფრთხოების გარანტიებზეა საუბარი, რადგან კონკრეტულ დეტალებზე საჯაროდ არ გვისაუბრია. ევროპა მათ მნიშვნელოვან უსაფრთხოების გარანტიებს მისცემს, მაგრამ ჩვენც ჩართულები ვიქნებით, მხარდაჭერის თვალსაზრისით, რათა მათ დავეხმაროთ. ვფიქრობ, თუ შეთანხმებას მივაღწევთ, მაშინ პრობლემა არ გვექნება. მაგრამ, ჩვენ დავეხმარებით, რადგან ადამიანების სიკვდილის ნახვა აღარ მინდა“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მისი თქმით, ფიქრობდა, რომ „რუსეთ-უკრაინის საკითხის გადაწყვეტა ყველაზე მარტივი იქნებოდა“.

„მაგრამ, ეს დიდი პიროვნული კონფლიქტიც აღმოჩნდა. თუმცა, საბოლოოდ მას დავასრულებთ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა